Magdalena Posted October 4, 2021 Share Posted October 4, 2021 ინტერნეტ-წყაროებმა Lenovo-ს ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს მოწყობილობა Legion Play-ს რენდერები, ეს არის პორტატული კონსოლი, რომელიც კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია. არ არის გამორიცხული, რომ ამ გაჯეტის შესახებ ცნობები ახლო მომავალში გავრცელდეს. ფოტოების წყარო: liliputing.com როგორც ფოტოებიდან ჩანს, კონსოლის ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე თამაშის მართვის ორგანოებია მოცემული. ესენია ორი ანალოგური ჯოისტიკი, D-Pad პანელი და X, Y, A, B ღილაკების მასივი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ზედა ტრიგერები და მთელი რიგი ფუნქციონალური ღილაკები. კორპუსის ქვედა ნაწილში მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი, 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი და მიკროფონის ჭრილი ვირტუალურ სივრცეში ხმოვანი ჩატების განსახორციელებლად. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android სპეციალურად შემუშავებული ინტერფეისით. ხელმისაწვდომია აპლიკაციები Google Play, YouTube-სერვისები, Google Drive და ა.შ. გაჯეტს სავარაუდოდ არ ექნება ფიჭური კავშირების მხარდაჭერა, ამიტომ მომხმარებლებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ Wi-Fi-სა და Bluetooth-ით დაკავშირებით. კონსოლ Lenovo Legion Play-ს ანონსის თარიღისა და ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3kZX7jr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.