Jump to content

პროცესორის კეში და მისი მნიშვნელობა...


Recommended Posts

გამარჯობა,

cpu_ებზე ზოგადად თემები ვერ ვნახე ჩემდა გასაკვირად აქ, CPU Cache_თან დაკავშირებით მაინტერესებს რაღაც. გუგლში გადავიკითხე რაღაცეები, რამდენად ახდენს გავლენას კეშის ზომა მთლიანად სისტემის მუშაობაზე/სისწრაფეზე? მაგალითად რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერის ყიდვის/აწყობის დროს კეშის ზომის გათვალისწინება ეს იქნება 3MB,6MB თუ 8 ან სხვა ზომის? ან თუდაც უფრო დეტალურად L1, L2 კეშებს თუ აქვს მნიშვნელობა? საერთოდ, ხანდახან რომ ვიძახით ერთი შეხედვით ნორმალური კომპიუტერია ( დაუშვად ახალი ნაყიდი) , მაგრამ მაინც რაღაც ჭედავს , შეიძლება ეს პროცესორის კეშს დავაბრალო?

Link to comment
Share on other sites

43 minutes ago, 123omari123 said:

გამარჯობა,

cpu_ებზე ზოგადად თემები ვერ ვნახე ჩემდა გასაკვირად აქ, CPU Cache_თან დაკავშირებით მაინტერესებს რაღაც. გუგლში გადავიკითხე რაღაცეები, რამდენად ახდენს გავლენას კეშის ზომა მთლიანად სისტემის მუშაობაზე/სისწრაფეზე? მაგალითად რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერის ყიდვის/აწყობის დროს კეშის ზომის გათვალისწინება ეს იქნება 3MB,6MB თუ 8 ან სხვა ზომის? ან თუდაც უფრო დეტალურად L1, L2 კეშებს თუ აქვს მნიშვნელობა? საერთოდ, ხანდახან რომ ვიძახით ერთი შეხედვით ნორმალური კომპიუტერია ( დაუშვად ახალი ნაყიდი) , მაგრამ მაინც რაღაც ჭედავს , შეიძლება ეს პროცესორის კეშს დავაბრალო?

 

ამაზე უკეთ ვერავინ აგიხსნის 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

შემდეგი თაობის ინტელის 10 ნანომეტრიან დესკტოპ სერიაზე უკვე დაჟე i5 20mb კეში ექნებაო 16 თრიდიანზე, მაგდენი კი აქამდე მეინსტრიმ სეგმენტში მარტო 10900 ქონდა, 12900 ვაბშე 30მბ კეში აქვს 12700 კი 25, შეიძლება ეგ კიდე გაზარდონ 13 სერიაზე, აქამდე მაგრათ უჭერდა მაგას ინტელი მეინსტრიმ სეგმენტში და ეხლა საკმაოთ გაზარდეს კეში, არა მგონია ეგ არ მოუხდეს წარმადობის გასაზრდელათ, მანდ ჩარტი თუ არ იტყუება 12600 ნონ-კ 18მბ კეში, 12600K(F) 20, საინტერესოა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-vivobook-x512ja-bq147-grey.html  აქ i5_ს Base Frequency  1გჰც აქვს და ძალიან ცოტა არაა, რატო აქვს ასე დაბალი?

ეს i3 არ აჯობებს ვითომ?

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-x515ea-ej910-grey.html

აქ ასეთი შედეგები აქვს და რომელი ჯობია ვერ გავიგე? ალბათ i5 ბირთვების რაოდენობით ჯობნის და მაგიტომ აქვს მაღალი ქულა

image.thumb.png.4c5d8e959122ed4d6d27dcda2f9e0c4f.png

Link to comment
Share on other sites

მეორე რა თქმა უნდა 2 ბირთვი კი არა და უკვე 4 ცოტაა, გააჩნია რისთვის გჭირდება, მეორე ჯობია მაგ ორიდან

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 10/4/2021 at 12:06 AM, 123omari123 said:

რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერის ყიდვის/აწყობის დროს კეშის ზომის გათვალისწინება ეს იქნება 3MB,6MB თუ 8 ან სხვა ზომის?

ეგ დამოკიდებულია პროცესორის კონკრეტულ სიმძლავრეზე
2 ბირთვიან პენტიუმს ან i3-ს 3მბ ექნება თუ 10 სხვაობა მაქსიმუმ 2-3% იყოს, მაშინ როდესაც 6-8 ბირთვიან მძლავრ პროცში ქეშის რაოდენობამ 10+%-იანი სხვაობა დადოს

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტურ პროცს თუ იღებ 3-4მბ ქეში თავს სდის, საშუალო სიმძლავრის 4-6 ბირთვიან პროცზე 8-10მბ სასურველია და მძლავრ პროცს 12-15მბ+ სჭირდება

ინტერნეტში ძრომიალისა და მცირე დავალებების შესასრულებლად ყველაზე მნიშვნელოვანი L1 დონის ქეშია, მერე მოდის L2 და L3, ასე რომ მხოლოდ L3-ს ყურება შეცდომაში შეგიყვანს, L3-ის დიდი მოცულობა დიდი ინფორმაციის დამუშავებისასაა საჭირო, თამაშები, რენდერი, სერვერზე მონაცემთა დამუშავება და აშ.

ჯამში რაც მეტი ქეში ყველა დონეზე მით უკეთესი, მაგაზე ორი აზრი არაა და მაგიტომაც ღირს მეტი ქეშ მეხსიერების მქონე პროცი უფრო ძვირი ვიდრე თუნდაც იგივე სიმძლავრის პროცი მცირე ქეშით :) 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1გჰცზე იმუშაცებს ხომ ის ი5 ნორმალურ დატვირთვაზე? ქეში ორივეს ერთი და იგივე აქვს ისე 6mb. ერთი დეტალი არის კიდევ single threadზე ი3ს უფრო მეტი ქულა აქვს და ინტერნეტში და ზოგადად საბაზისო პროგრამებთან სამუშაოთ ეს რამე უპირატესობას ხო არ წარმოადგენს თან ი5 რამდენად შეძლებს ამ ბირთვების გამოყენებას ინტერნეტისთვის და მარტივ პროგრამებში ? დიდი მოცულობის L3 ქეში ავტომატურად არ ნიშნავს რომ წინა დონის ქეშებიც დიდი იქნება? პროცესორების აღწერაში L3 ქეშია ხო მითითებული როგორც ვხვდები?

 

ახლა ვაფასებ თავის დროზე 2011ში რა კარგი პროცესორი მიყიდია :D

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, 123omari123 said:

1გჰცზე იმუშაცებს ხომ ის ი5 ნორმალურ დატვირთვაზე?

არა, ეგ საბაზისო უწერია და ინტელის ჩათლახობის მაჩვენებელია, ენერგომოხმარებას დაბალს უწერს და თავს იწონებს :D 
რეალურად ბუსტზე მუშაობს სადღაც 3 გიგაჰერცის ფარგლებში ალბათ, გადახედე იქნება ზუსტი ინფორმაცია

5 minutes ago, 123omari123 said:

single threadზე ი3ს უფრო მეტი ქულა აქვს და ინტერნეტში და ზოგადად საბაზისო პროგრამებთან სამუშაოთ ეს რამე უპირატესობას ხო არ წარმოადგენს

ბუსტ სიხშირე მეტი აქვს და მაგიტომ, მაგრამ რომელი პროგრამა იყენებს დრეს 1 და 2 ბირთვს მხოლოდ? ასე რომ ეგ დაიკიდე, ინტერნეტში საძრომიალოდ ორივე ერთნაირად იმუშავებს

6 minutes ago, 123omari123 said:

დიდი მოცულობის L3 ქეში ავტომატურად არ ნიშნავს რომ წინა დონის ქეშებიც დიდი იქნება?

მთლად ეგრე ერთმნიშვნელოვნად არა, თუმცა დაახლოებით კი

7 minutes ago, 123omari123 said:

პროცესორების აღწერაში L3 ქეშია ხო მითითებული როგორც ვხვდები?

კი, თუმცა თუ კარგად დაძებნი L1-L2-საც ნახავ, მაგ i5-ს მაგალითად;

Level 1 Cache192 KB

Level 2 Cache2 MB

Level 3 Cache6 MB

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საკმაოთ მოუმატა ინტელმა 10 ნანომეტრიან სერიაზე L3 კეშის მოცულობა, ალბათ იმიტომ რომ პატარა ბირთვებიც დაამატა და თან ამდ ვეღარ უწევდენ უკვე კონკურენციას ეგეთი მცირე კეშის აბიომით, 10 ბირთვიანზე i5 რაც გამოდის 20მბ კეში, 14 კი 25 16 თრიდიანებზე და i9 30 აქვს უკვე 24 თრიდიან მოდელებზე, ეგ უკვე რეალური 16 ბირთვიანია ბევრი რომ ეხვეწებოდა ინტელს მეინსტრიმ სეგმენტში, 13 სერიაზე 24 ბირთვიანიც გამოდისო i9, i7 კი 16 ბირთვზე იქნებაო, ბოლო ინფოები ეგეთია, აქვს საპორტი Z690 მაზერებზე მაგ შემდეგი სერიის პროცესორებზეც, რასაც ვუყურებ უბრალო მოხმარებისთვის 12600 ყელში ამოუვა ბევრს რამე სერიოზული საქმისთვის თუ არ ჭირდება, უბრალოში ვგულისხმობ გეიმინგს კარგ დონეზე, ონლაინი(სტრიმინგი), საშვალო სიმძლავრის რენდერს გრაფიკულ აპლიკაციებში, მაგრამ არაფერი ზაპრედელნი და სხვა მელკი რაღაცეები ბრაუზინგი იქნება,საოფისე პროგრამები თუ ანტივირუსები, ყველაფერზე გეყოფა ზაპასით ეგეთი, წარმადობაში საკმაოთ დიდი სხვაობა იქნება ჩემიდან მაგაზე რომ ვისკუპო 32გბ DDR5 4800MHZ კიტებზე და Z690 მაზერზე, თან საშინლათ არ გატყავდები, 280$ 4 ბირთვიანებს ასაღებდენ მანამდე,ეხლა 4 ბირთვი პატარა ექნება და დიდი 6 ჯამში 16 თრიდი და რეალური 10 ბირთვი იტოგში 

Link to comment
Share on other sites

ამაზე რას იტყვით? ამდ არასდროს მქონია, აქ რქც დავწერე ი5 ნოუთბუქის ლინკი იმაზე 100 ლარით ძვირი ღირს hp laptop 17 და ეს პროცესორი აქვს , მონაცემებით ერთი შეხედვით ეს ამდ საგრძნობლად უნდა ჯობდეს, თან კეშებიც მაღალი აქვს. ზოგადად მოკლედ რომ ვთქვათ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის რა სხვაობას ექნება ამ ამდს და ი5ს შორის? საერთოდ(ყველანაირი მომხმარებლისთვის) წარმადობით ინტელი ჯობიაო რომ ამბობენ , რამე არსებითი სხვაობა იგულისხმება თუ გემოვნების ამბავია?

 

20211106_214359.jpg

Link to comment
Share on other sites

ნორმალური ბიუჯეტური 12 თრიდიანი პროცესორია თანამედროვე, არ დაგწყვიტავს გულს ნორმა ოპერატიულით ყველაფერში გეყოფა ეგეთი, აქვს ნორმა ინტეგრირებული ვიდეოკარტაც,i5 გააჩნია ალდერ ლეიკს ალბათ ვეღარ აჯობებს, 11 სერიის 11400h ჯობია ეგეთს, მაგრამ 4 ბირთვიანები ვეღარ 8 თრიდზე რაც აქვს ინტელს გამოშვებული, ანუ გააჩნია რომელ i5 შეადარებ, ალდერ ლეიკსებს თუ აჯობებს ალბათ 7000 სერიის პროცესორები უკვე მარტო რაც ჯერ არ გამოუშვია ამდ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, George said:

ნორმალური ბიუჯეტური 12 თრიდიანი პროცესორია თანამედროვე, არ დაგწყვიტავს გულს ნორმა ოპერატიულით ყველაფერში გეყოფა ეგეთი, აქვს ნორმა ინტეგრირებული ვიდეოკარტაც,i5 გააჩნია ალდერ ლეიკს ალბათ ვეღარ აჯობებს, 11 სერიის 11400h ჯობია ეგეთს, მაგრამ 4 ბირთვიანები ვეღარ 8 თრიდზე რაც აქვს ინტელს გამოშვებული, ანუ გააჩნია რომელ i5 შეადარებ, ალდერ ლეიკსებს თუ აჯობებს ალბათ 7000 სერიის პროცესორები უკვე მარტო რაც ჯერ არ გამოუშვია ამდ

ამ საიტს თუ დავუჯერებთ ეს ამდ ზემოთ რაც დავწერე იმ ი5-ს საგრძნობლად ჯობს, უბრალოდ მიკვირს 100 ლარზე მეტი სხვაობა არ უნდა იყოს ნოუთბუქებში? სხვა მონაცემები ერთნაირი აქვს.  ზოგადად ამდ როგორია მოსახმარათ რა პრობელმები აქვს, თამაშების ან პროგრამების ხმარებისას, ან დრაივერებთან თუ აქვს რამე პრობლემა/ხარვეზები? არ მქონია არასდროს ამდ 

image.thumb.png.1d9cc003e108b525ef86daa7a7122275.png

უფრო კონკრეტულად ამ ორ ნოუთბუქს შორის ამდ რომელსაც აქვს ის ჯობია თუ ი5იანი?

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-vivobook-x512ja-bq147-grey.html                

https://zoommer.ge/hp-laptop-17-4h2m5ea-natural-silver

Link to comment
Share on other sites

კი დიდი სხვაობაა რა თქმა უნდა ეგაა 8 თრიდიანი 4 ბირთვიანი, ეგ 12 თრიდაინი 6 ბირთვიანია უკვე, ნორმალური იქნება ვინდოუს 10-ში მაინც 11 ჯერ ადრეა ეგეთისთვის შეიძლება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.