Jump to content

Cruise და Waymo გახდნენ პირველი კომპანიები, რომლებმაც უპილოტო ავტომობილებით მგზავრების გადაყვანის ნებართვა მიიღეს კალიფორნიაში


Recommended Posts

კომპანია Waymo, რომელიც ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში შედის, უკვე გარკველი დროა ახორციელებს მგზავრების უპილოტო ტაქსებით გადაყვანას არიზონაში, თუმცა მძღოლი ავტომობილში რჩება ავტომატიკის დამზღვევის სახით. კომპანიამ ამჯერად ანალოგიური საქმიანობის ნებართვა მიიღო კალიფორნიის ხელისუფლებისგან, ამავე დროს დამტკიცდა კონკურენტ Cruise-ს მსგავსი განაცხადიც, რომელიც კომპანია General Motors-ისგან ფინანსდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

როგორც Reuters განმარტავს, ლიცენზიის მიმღებ კომპანიებს თავიანთი სპეციფიკა გააჩნიათ. კერძოდ, Cruise-ს ნებადართული აქვს მგზავრების გადაყვანა ავტონომიური ტრანსპორტით მძღოლის გარეშე ღამის საათებში სან-ფრანცისკოს ცალკეულ რაიონებში. Waymo-ს შემთხვევაში მძღოლები საჭესთან ისხდებიან. ორივე კომპანიამ ასევე უნდა მიიღოს კიდევ ერთი ნებართვა უპილოტო ტაქსებით მგზავრებისგან საფასურის მიღების შესახებ. კონკურენტმა კომპანია Nuro-მ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო კალიფორნიაში უპილოტო მანქანების ექსპლუატაციის ნებართვა, თუმცა ნებართვა ითვალისწინებს მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას. 

კალიფორნიის მარეგულირებლებმა ნებართვა მისცეს Cruise-ს განახორციელოს სამგზავრო მომსახურება სან-ფრანცისკოს შერჩეულ უბნებში საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე არაუმეტეს 48 კმ/სთ სიჩქარით. Waymo-ს ტაქსებში მძღოლის ყოფნის შემთხვევაში ძრავს შეუძლია 104 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, თუმცა ავტონომიური მანქანების ექსპლუატაციის ტერიტორია შემოიფარგლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს ზოგიერთი რაიონით. ექსპერიმენტში მონაწილეობენ ელექტრომობილების მოდიფიცირებული ვერსიები: Chevrolet Bolt EV  Cruise-ის შემხვევაში და ქროსოვერი Jaguar I-Pace  Waymo-ს შემხვევაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.