Jump to content

AMD გეგმავს 2025 წლისთვის ჩიპების ენერგოეფექტურობა 30-ჯერ გაზარდოს


Recommended Posts

AMD-მ გამოაცხადა მეტად ამბიციური მიზანი: 2025 წლისთვის მიაღწიოს 30-ჯერ მეტ ენერგოეფექტურობას EPYC პროცესორებსა და Instinct GPU ამაჩქარებლებზე. AMD-მ თავადაც იცის, რამდენად მაღალია დასახული ბარიერი: მიზანი ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ ეფექტურობას 150 %-ით აღემატება. 

image.jpeg 

AMD-ს მიზანი ენერგოეფექტურობის სფეროში დაკავშირებულია გამოთვლების დაჩქარებისთვის განკუთვნილი იმ ნოუდების დამუშავების მოთხოვნების მნიშვნელოვნად ზრდასთან, რომლებიც ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის სწავლება, კლიმატის პროგნოზირება, გენომიკა და ფართომასშტაბიანი სუპერკომპიუტერული მოდელირება. AMD აცხადებს, რომ თუკი მიზანს მიაღწევს, ამგვარი სისტემების საერთო ენერგომოხმარება ხუთწლიან პერიოდში 97%-ით შემცირდება. 

პროცესორის ენერგოეფექტურობის დონის ამაღლების მიღწევა AMD-სთვის გრძელვადიაი პრიორიტეტია და ჩვენ ახალ მიზანს ვისახავთ დღევანდელი გამომთვლელი ნოუდებისთვის ჩვენი მაღალი წარმადობის პროცესორების და ამაჩქარებლების გამოყენებით მანქანურ სწავლებასა და მაღალი წარმადობის გამოთვლების დანერგვაში,” - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა Mark Papermaster-მა. 

image.jpeg 

ამ მნიშვნელოვან სეგმენტებზე ფოკუსირება და წამყვან კომპანიებისთვის გარემოსდაცვითი მუშაობის გაუმჯობესების შეთავაზებით AMD-ს მიზანი ოცდაათჯერ აღემატება ამ სფეროებში ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებს და 150%-ით - წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით. 

AMD უკვე სწავლობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას საკუთარ პროცესორებსა და გრაფიკულ პროცესორებში იმდენად, რომ AMD Zen პროცესორები რეალურად აღემატება Intel-ის საუკეთესო პროცესორებს წარმადობა/ვატის შეფარდების მხრივ. 

საჭირო იქნება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სამგანზომილებიანი ქეშის სტეკირება (Infinity Cache-ის გამოყენება RDNA 2 ჩიპებში მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებას) და ეფექტურობაზე სულ უფრო მეტად ორიენტირებული ინჟინრული მიდგომა. ჯერ კიდევ უცნობია, რა მეთოდებს მოიძიებს AMD დასახული მიზნის მისაღწევა, რადგანაც ჯერ არც ერთი მათგანის შესახებ არ უსაუბრია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.