Jump to content

Binance-მა და Huobi-მ შეაჩერეს ჩინეთიდან ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია


Recommended Posts

image.jpeg 

Bitcoin-ბირჟებმა Binance-მა და Huobi-მ შეაჩერეს ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტებზე განხორციელდა რეპრესიების ახალი ტალღა ხელისუფლების მხრიდან - აცხადებს Bloomberg. 

კომპანიებმა აუკრძალეს მომხმარებლებს ჩინური ტელეფონის ნომრების გამოყენება ახალი ანგარიშების რეგისტრაციისთვის. სააგენტოს ცნობით ჰონგკონგის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შექმნან საფულეები ორივე პლატფორმაზე. 

Bloomberg-თან საუბარში Binance-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია არ აწარმოებს ოპერაციებს ჩინეთში და ბლოკავს შესაბამის IP მისამართებს. მან არ გააკეთა კომენტარი ადგილობრივი ტელეფონის ნომრების გამოყენების აკრძალვაზე. 

„Binance მეტად სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებას - დაიცვას ნორმატიული მოთხოვნები და მოწოდებულია მიყვეს ადგილობრივ რეგულაციებს, სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ“ - განაცხადა მან. 

Huobi-მ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ შეწყვიტა მომხმარებლების რეგისტრაცია ჩინეთიდან 2021 წლის 24 სექტემბერს. მიზეზი იყო კომპანიის სურვილი - შეასრულოს ადგილობრივი კანონები. 31 დეკემბრისთვის პლატფორმა წაშლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეზიდენტების არსებულ ანგარიშებს. 

Bloomberg-ის ინფორმაცია დაადასტურა ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. მან აღნიშნა, რომ ამ მსხვილი მოთამაშეების ქმედება დემონსტრირებს, თუ რამდენად მძლავრი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ქვეყაში კრიპტო კომპანიები. 

ვუმ ასევე ყურადღება გაამახვილა ბოტ Whale Alert-ის შეტყობინებაზე, რომლის თანახმად Huobi-ს მისამართებიდან გადატანილ იქნა 22 ათასზე მეტი BTC (დაახლოებით 928 მლნ აშშ დოლარი სტატის წერის მომენტში არსებული კურსით). მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი ბირჟა ეცდება გაყვანის მოთხოვნების ზვავთან გამკლავებას, ეს უნდა იყოს გადარიცხვები ცივი საფულეებიდან ცხელებზე. 

24 სექტემბერს ცნობილი გახდა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ჩინეთის მორიგი რეპრესიების შესახებ. ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის განვითარების და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა აღნიშნა გარემოზე კრიპტოვალუტის მოპოვების ნეგატიური გავლენა და მისი „უმნიშვნელო“ წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში. 

ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დაახასიათა პლატფორმის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების გაცვლას ერთმანეთში ან ფიატში. მანამდე ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებს უწოდა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის. 

Circle-ის ხელმძღვანელმა ჯერემი ალეირმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა არ დაემსგავსონ ჩინეთს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან მიმართებაში.  

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ამერიკელმა სენატორმა პტ ტუმიმ. მისი თქმით, პეკინის ქმედებები ახალ შესაძლებლობებს უხსნის შეერთებულ შტატებს ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.