Jump to content

ახალ MacBook Pro-ებს კადრის განახლების უფრო მაღალი სიხშირე ექნება


Magdalena

Recommended Posts

ახლო მომავალში კომპანია Apple აპირებს MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზის გამოშვებას. მათში გამოყენებული იქნება Apple-ის საკუთარი წარმოების პროცესორები, ასევე Mini LED ეკრანები გაზრდილი ტაქტის სიხშირითა და ტექნოლოგია ProMotion-ის მხარდაჭერით. 

ნონსი მოსალოდნელია ოქტომბერში ან ნოემბერში. ოპერაციულ სისტემა macOS Monterey-ს მორიგი ბეტა-ვერსია შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ახალი ლეპტოპების შესახებ. მეშვიდე ბეტა-ვერსიაში ნახსენებია 3,024 x 1,964 Retina“ და „3,456 x 2,234 Retina“. ამგვარი გაფართოებები არ იყო წარმოდგენილი MacBook Pro-ს წინა მოდელებში. გამოდის, რომ შესაძლოა ეს გაფართოებები ჰქონდეთ ახალ 14 და 16-დუიმიან მოდელებს.  

image.jpeg 

ეს გაფართოებები უფრო მაღალია ამჟამად არსებულ 13-და 16-დუიმიანი MacBook Pro მოდელების გაფართოებებთან შედარებით, რომლებშიც პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 226 ppi-ს შეადგენს. აპლიკაცია System Information-ის ფაილებში არსებული ორი ბმულის თანახმად ახალ მოდელებში პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 250 ppi იქნება. გაზრდილი გაფართოება საშუალებას იძლევა წარმოდგენილ იქნას მეტი ადგილი ეკრანზე, განსაკუთრებით 2x მასშტაბის გამოყენებისას. 

ხალი ეკრანები დამყარებული იქნება Mini LED ტექნოლოგიაზე, ასე რომ კადრის განახლების გაზრდილი სიხშირე ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება. რაც შეეხება პროცესორ M1X-ს, იგი წარმადობით და სისწრაფით M1-ს აღემატება. შესაძლოა გაიზარდოს გრაფიკული წარმადობაც. 

Touch Bar პანელის ნაცვლად Apple სავარაუდოდ გამოიყენებს კონექტორ MagSafe-ს, რომელზეც ადრე უარი ითქვა USB Type-C პორტის სასარგებლოდ. ახალ მოდელებში აგრეთვე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სლოტი მეხსიერების ბარათისთვის და HDMI პორტი. Apple გეგმავს თვეში 600-800 ათასი MacBook Pro-ს გაყიდვას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.