Jump to content

SpaceX განიხილავს შესაძლებლობას - მისია Inspiration4-ის შემდეგ გაზარდოს Crew Dragon-ების რაოდენობა


Recommended Posts

მიმდინარე თვეში SpaceX-მა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა და უკან დააბრუნა პირველი სამოქალაქო ეკიპაჟი მისია Inspiration4-ის ფარგლებში. კოსმოსური ხომალდის ბორტზე მცირე სირთულეების მიუხედავად მისიამ უპრობლემოდ ჩაიარა. მისი დასრულების შემდეგ SpaceX-მა აღნიშნა სამოქალაქო კოსმოსური ფრენებისადმი ინტერესის გაზრდა. 

image.jpeg 

წყარო: slashgear.com 

გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით SpaceX-მა გადაწყვიტა განიხილოს ხომალდ Crew Dragon-ის რაოდენობის გაზრდა, ომლებიც საჭირო იქნება როგორც სამოქალაქო კოსმოსური ტურისტების, ასევე პროფესიონალი ასტრონავტების გადასაყვანად საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და უკან დასაბრუნებლად. NASA-სთან არსებული კონტრაქტის თანახმად გათვალისწინებული კიდევ ოთხი პილოტირებული ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით. SpaceX-ს დაგეგმილი აქვს კიდევ ოთხი მისია კომპანია Axiom Space-ისთვის, რომელთა ფარგლებში სკს-ზე კოსმოსური ტურისტები გაემგზავრებიან. 

SpaceX-ს აქვს მესამე კონტრაქტიც კომპანია Space Adventures-თან, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსურ ტურიზმზე. ამ კონტრაქტის მიხედვით დაგეგმილია კიდევ ერთი მისია, რომლის თანახმად ტურისტები გაფრინდებიან ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაყვანის გარეშე - მისია Inspiration4-ის ანალოგიურად. ორბიტაზე ხალხის გაყვანის პარალელურად SpaceX-ს კონტრაქტი აქვს NASA-სთან, რომელიც ითვალისწინებს სკს-ზე ტვირთის წაღებას და უკან დაბრუნებას. 

მგვარი დატვირთულობის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად SpaceX-ის განკარგულებაშია ხომალდ Crew Dragon-ის შეზღუდული რაოდენობა, რომელთაგან თითოეული სერტიფიცირებულია მხოლოდ ხუთ ფრენაზე. თანაც ორი მათგანი კოსმოსში უკვე ორჯერ იყო გასული. SpaceX-ის კაფსულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი ხომალდები იწყობა. 

SpaceX-ის განცხადების თანახმად მისია Inspirationiton4-ის წარმატებით დასრულების შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი ინტერესი კერძო კოსმოსური მოგზაურობის მიმართ. ამჟამად კომპანია მუშაობს ხომალდ Starship-ზე, რომელიც ორბიტაზე ჯერ არ გაფრენილა. Starship უფრო დიდი ხომალდია Dragon-თან შედარებით და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეძლებს ორბიტაზე გაიყვანოს ეკიპაჟის მეტი წევრი და მეტი ტვირთი. ამჟამად პროექტზე მუშაობის დასრულების ვადა უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.