Jump to content

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტებში დაინახა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის


Recommended Posts

image.png 

კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების სწრაფი განვითარება საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ფინანსურ სისტემას, რის გამოც ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას ციფრული აქტივების კლასის მიმართ. ამის შესახებ განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა, იტყობინება The Shanghai Securities Journal. 

მისი თქმით, ვირტუალური ვალუტები შესაძლებელია დაიყოს ორ კატეგორიად: 

  • აქტივები, რომლებიც „ჭარბი ლიკვიდურობის სათავსოებია“, მაგალითად Bitcoin; 

  • აქტივები საბაზისო ლიკვიდურობის“ შენარჩუნებისთვის - Stablecoin-ები. ისინი საანგარიშსწორებო ინსტრუმენტების როლს ასრულებენ. 

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრია უამრავ პრობლემას ქმნის, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს მის უნარს - ფუნქციონირებდეს ტრადიციული საგადახდო სისტემის გარეთ, რომელსაც მხარს უჭერენ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. სინსიანის განცხადების თანახმად, ციფრული აქტივები ასუსტებს კლირინგ ორგანიზაციების ძალას“. 

განყოფილების უფროსმა ასევე აღნიშნა ვირტუალური ვალუტების ანონიმურობა, რის გამოც ჩნდება შესაძლებლობა - ისინი გამოიყენონ არალეგალური მიზნებისთვის. მაგალითისთვის მან მოიყვანა ფულის გათეთრება და არალეგალური კაპიტალის გადატანა საზღვარგარეთ. 

ვირტუალური ვალუტა დიდ პრობლემას ქმნის. როდესაც ტრადიციული ფინანსური სისტემა პასუხობს fintech კომპანიების კონკურენციას საკუთარ სფეროში, ის ასევე ეყრდნობა ისეთ ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა კანონები და ზედამხედველობა ანტიმონოპოლიური ძალისხმევის გასაზრდელად და კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვის გასაუმჯობესებლად, ” - განაცხადა სინსიანმა. 

აგვისტოში ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ინვესტორები გააფრთხილა Bitcoin-ის რეალური ღირებულების არარსებობის შესახებ და გამოაცხადა კრიპტოვაჭრობაზე მარეგულირებელი ზეწოლის გაგრძელება. 

მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ Bitcoin-სა და Stablecoin-ებს სპეკულაციური ინსტრუმენტები უწოდა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას და სოციალურ სტაბილურობას. 

Link to comment
Share on other sites

სტრანნი ქვეყანაა ისე, ვერა და ვერ შეეშვნენ კომუნიზმს, როგორც ჩანს ძალზე დიდი ხარჯებია ჩადებული და მაგის გაუქმება არ მოხერხდება ეგრე ადვილათ, საქმე იმაშია რომ ეკონომიკა საკმაოთ გავს კაპიტალისტურს მაგათი, მაგრამ დღემდე სტროგი ზაკონებია შემორჩენილი საბჭოთა კავშირის დროინდელი, დახვრეტაც არ აუგრძალიათ, რაც არ აწყობთ ზღუდავენ, მათ შორის ბავშვების გაჩენაც შეზღუდეს თავის დროზე, კონსოლებიც დიდი ხანი იყო შეზღუდული და ბოლო რამდენიმე წელია დაუშვეს მარტო, ეგეც ცენზურითაა ზოგიერთი თამაშები, ეხლა კრიპტოვალუტაში დაინახეს საფრთხე, ბანალურათ მაგათ ჯიბეების მაგივრათ სხვაგან მიდიოდა მილიარდები და ეგ რა თქმა უნდა არ მოეწონათ, ფაქტიურათ დღემდე კომპარტია წყვიტავს ბევრ რამეს, ხალხის ხმა ძალიან ცოტას წყვიტავს მაგ ქვეყანაში, ხელმღვანელობასაც კომპარტია ნიშნავს, ამიტომ კორუპციაც საკმაოთ მაღალ დონეზე ყოფილა, თუმცა ყველაზე ბევრი მილიარდელი ჩინეთში ცხოვრობს, კომუნიზმი როგორც ეგეთი აღარაა ფაქტიურათ, მაგრამ კომპარტია დარჩა ფორმალურათ საკმაოთ სტროგი ზაკონებით და ადამიანების უფლებებიც ირღვევა, კორპორაციებსაც თავის ნებაზე ატრიალებენ, შეუძლიათ დიდი შტრაფი დაადონ ან საერთოდ დახურონ რამე ცუდი თუ აღმოუჩინეს, ნუ მაინინგს რაც შეეხება და აგრძალვებს მანდ უკვე ბუნების დაბინძურების გამოც აიგრძალა, მაგრამ კრიპტოვალუტა ხელისუფლებას ასუსტებდა და მაგიტომაც აიგრძალა, ეგრე მოშნათ არსად არ შეუზღუდიათ როგორც მანდ, ალბათ კიდე ბევრი რამეა შეზღუდული დღემდე რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებში დაშვებულია, ჯერ კიდევ 2013 წელს დაუწყიათ კრიპტოვალუტის შეზღუდვა, მაგრამ ეხლა მგონი თითქმის ბოლომდე შეზღუდეს ვაჭრობა და კრიპტოგადარიცხვები ჩინეთის ტერიტორიაზე, მაგ ყველაფრით ისევ შტატები ისარგებლებენ, იქ მასე ძალიან არ ერჩიან კრიპტოს და პირდაპირ საფრთხეს დოლარის შესუსტებასთან ვერ ხედავენ, ისე ეხლა ჯობდა რომ შეზღუდეს და გააყიდინეს ყველაფერი ვიდრე რამდენიმე წლის შემდეგ, მაშინ კიდე უფრო დაზარალდებოდენ სხვა ინვესტორები, რახან ჩინეთის კაპიტალი იზრდებოდა და იზრდებოდა და აქამდე ალბათ 100000$ აარტყამდა ბიტკოინის ფასი ეგ შეზღუდვები რომ არა, ტრილიარდამდე დოლარი ჩინური ინვესტიციები იყო ფაქტიურათ კრიპტოში ეხლა რაც დარჩა ეგ ახალი კაპიტალია, რამაც გაქვითა ნაწილობრივ მაინც ჩინური კრიპტო სელაუტი, ისე რაც უფრო მეტი ქვეყანა გადავა ბიტკოინის ტენდერზე მით უფრო გაიზრდება ლონგ რანში ბიტკოინის ფასი, რაც კარგათ იმოქმედებს სხვა ალტკოინებზეც, ჯერ ელ სალვადორმა შემოიღო ტენდერი, მაგრამ ეხლა პანამაც ფიქრობს იგივე გააკეთოს და კიდე რამდენიმე ლათინურ ამერიკის ქვეყანას უნდაო მაგის განხორციელება, მაგ ყველაფრისგან გამომდინარე უზარმაზარი რესურსები აქვს მაგ ქვეყანას და ფაქტიურათ უკვე პირველი ეკონომიკაა, საშვალო ხელფასებიც სერიოზულათაა გაზრდილი ბოლო წლებში და ეგ მაგ შეზღუდვების და სტროგი ზაკონების ფონზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.