Jump to content

ASUS, Gigabyte და MSI გამოუშვებენ Intel Arc Alchemist ვიდეო დაფებს


Recommended Posts

კომპანია ASUS, Gigabyte და MSI გამოუშვებენ GPU Intel Arc Alchemist-ზე დამყარებულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს, აცხადებენ ჩინური წყაროები MyDriversდაZOL. ამჟამად უცნობია, საუბარი ეხება ეტალონურ ვერსიებს თუ ხსენებული ბრენდები შექმნიან გრაფიკული ამაჩქარებლების საკუთარ ვერსიებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

„ამჟამად ცნობილია, რომ სამი OEM-მწარმოებელი - ASUS, MSI და Gigabyte, სამომავლოდ კი სხვა კომპანიებიც, გამოუშვებენ დისკრეტულ Intel Arc ვიდეო დაფებს“ - წერს პორტალი MyDrivers. 

ზოგიერთი კომპანია უკვე თანამშრომლობს Intel-თან მისი გრაფიკული ამაჩქარებლების გამოშვების საკითხში. მაგალითად, Colorful, ASUS და Gunnir უშვებენ Intel Iris Xe ვიდეო დაფების საკუთარ ვერსიებს DG1 გრაფიკულ ბირთვზე. ეს ვიდეო დაფები განკუთვნილია მზა პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლების ვიდეოდაფებისთვის. 

image.jpeg 

Colorful-ის, Asus-ისა და Gunnir-ის მიერ დამზადებული Intel Iris Xe (DG1) 

პორტალ VideoCardz-ის თანახმად MSI ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებებს Intel-თან Xe-HPG არქიტექტურაზე დაფუძნებული ვიდეო დაფების ერთობლივ გამოშვებაზე, რომლებზეც დაფუძნებულია Intel Arc Alchemist GPU-ზე. ჩინური წყაროების განცხადებების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კომპანიები შეთანხმებამდე მივიდნენ. 

იაპონურ პორტალ ASCII-სთან ინტერვიუში Intel-ის გრაფიკული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა რაჯა კოდურიმ განაცხადა, რომ კომპანია ვიდეო დაფების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს GPU Arc Alchemist-ის ბაზაზე ერთობლივი პროდუქტების გამოშვებასთან დაკავშირებით. 

ASUS, MSI და Gigabyte ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპანია, Intel-ისა და AMD-სთვის უშვებენ დედა დაფებსა და ვიდეო დაფებს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ხსენებული კომპანიები, სავსებით ცხადია, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ახალი დისკრეტული Intel Arc ამაქარებლების გამოშვებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.