Jump to content

HSBC-ის ხელმძღვანელი მხარს უჭერს CBDC-ს და აკრიტიკებს კრიპტოვალუტებს


Recommended Posts

image.png 

ბრიტანულ კონგლომერატ HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ქუინმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ვალდებულებას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კონცეფციის შემუშავებისათვის და აღნიშნა "მრავალი რისკი", რომლებიც კრიპტოვალუტებს გააჩნია. 

სტატიაში „ციფრული ფულის ახალ ფორმებს შეუძლია ზრდის სტიმულირება“ - მან დაწერა: 

”CBDC არის კანონიერი საანგარიშსწორებო საშუალება, რომელსაც მხარს უჭერს ცენტრალური ბანკი ან სამთავრობო ორგანო. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამჭვირვალე და სტაბილურია, რაც თავიდან აგვაცილებს ბევრ ისეთ რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ფულის სხვა ფორმებთან, განსაკუთრებით კრიპტოვალუტებსა და ზოგიერთ Stablecoin-თან . 

CBDC-ის ღირსებებიდან ბანკირმა აღნიშნა პოტენციური შესაძლებლობა - „მოახდინოს ეკონომიკური მოთხოვნის სტიმულირება“ ეფექტურობის ამაღლებისა და გადახდების გაიაფების ხარჯზე. 

მისი აზრით, სწორედ CBDC არის „ციფრული ფულის ახალი ფორმა“ იმ დროს, როდესაც კერძო კრიპტოვალუტები „ახალი არაფერია“. 

„კომერციული ბანკების ფული იქმნება და ფაროდ გამოიყენება კერძოდ. მაგრამ ეს აქტივები დაკავშირებულია ცენტრალური ბანკის ფულთან და მკაცრად რეგულირდება, რაც აისახება მათ სისტემურ მნიშვნელობაზე“ - განმარტა მან. 

HSBC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კერძო მონეტების საიმედოობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი წესები ევივალენტურია იმ რისკებისა, რომელთაც მათი ინვესტორები განიცდიან. მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას მათ გამძლეობაზე, განაცხადა მან. 

ქუინმა დაადასტურა HSBC-ის ჩართულობა რამდენიმე ცენტრალური ბანკის CNBC-ის შექმნაში, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, სინგაპურის, მატერიკული ჩინეთის, ჰონგკონგის, ტაილანდისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების მარეგულირებლები. 

მიმდინარე წლის დასაწყისში HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკი არ მიიჩნევს Bitcoin-ს აქტივების კლასად და არ გეგმავს შესთავაზოს თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობა. 

პრილში კონგლომერატმა აკრძალა MicroStrategy-ს აქციების შესყიდვა, რომელის აქტიურად ახორციელებდა ინვესტირებას პირველ კრიპტოვალუტაში საკუთარი და ნასესხები კაპიტალით. გადაწყვეტილება შეეხო ონლაინ-პლატფორმა InvestDirect-ის მომხმარებლებს. 

„პლატფორმა HSBC InvestDirect არ მიიღებს მონაწილეობას იმ პროდუქტების შესყიდვასა და გაცვლაში, რომლებიც ვირტუალურ ვალუტას უკავშირდება“ - ნათქვამი იყო მომხმარებლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.