Jump to content

Seagate მუშაობს მეორე თაობის HAMR ტექნოლოგიაზე - შესაძლებელი გახდება 30 ტბ მოცულობის HDD-ების შექმნა


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Seagate Technology უკვე დიდი ხანია ავითარებს მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიას გაცხელებით (HAMR), რომელიც გულისხმობს მაგნიტური ფირფიტის ფართობის მოკლევადიან გათბობას ინფორმაციის ჩაწერამდე. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე ათასი ერთეული შესაბამისი მყარი დისკის ნიმუშების პარტიების მიწოდების ორგანიზება, თუმცა ეს ტექნოლოგია ფართოდ გავრცელდება მხოლოდ მეორე თაობაზე გადასვლისას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Seagate Technology 

ვებ-გვერდ Tom’s Hardware-მა შეისწავლა კონფერენცია Citi Global-ზე Seagate-ის ფინანსური დირექტორის გამოსვლის სტენოგრამა.  Gianluca Romano-მ ამ ღონისძიებაზე გაიხსენა, რომ კომპანია 20 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდებას, რომლებშიც პირველი თაობის HAMR ტექნოლოგიაა გამოყენებული, გასული წლის დეკემბრიდან ახორციელებს. Seagate ცდილობს წარადგინოს ისინი იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება, რომ მომხმარებლები მის ახალი ტიპის პროდუქციას გაეცნონ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახლა Seagate ქმნის მყარ დისკებს მეორე თაობის HAMR ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას 30 ტბ მოცულობის მყარი დისკები. სწორედ ამ თაობის პროდუქტები გახდება რეალურად მასობრივი - აღნიშნა Seagate-ის ფინანსურმა დირექტორმა. 

მგვარი დისკების გამოსვლის თარიღი უცნობია, საორიენტაციოდ რჩება Seagate-ის მიერ ადრე გამოცხადებული ცნობები მიმდინარე ათწლეულის მანძილზე მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიის განვითარების შესახებ. 2025 წლის შუა პერიოდისთვის კომპანია გეგმავდა 50 ტბ მოცულობის მყარი დისკების წარდგენას, ამჟამად მას გააჩნია დისკები 20 ტბ მოცულობით, ასე რომ 30-ტერაბაიტიანი ზღვარი კომპანიამ დაახლოებით 2023 წლის ბოლომდე უნდა გადალახო. ათწლეულის ბოლოსთვის Seagate-მა მიზნად დაისახა მყარი დისკების მოცულობის გაზრდა 100 ტბ-მდე. ამისთვის ინფორმაციის ჩაწერის სიმჭიდროვე ხუთჯერ უნდა იქნას გაზრდილი. სავარაუდოდ, შესაბამისი მაგნიტური ფირფიტების შემუშავება ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლება იქნება.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.