Jump to content

Apple კვლავ ლიდერობს მომხმარებლების კმაყოფილების რეიტინგში


Magdalena

Recommended Posts

iPhone-ები, როგორც წესი, მომხმარებლების კმაყოფილების რეიტინგში მაღალ პოზიციაზე იმყოფება. iPad-ისა და MacBook-ის ბოლო წარმატებების წყალობით კომპანია Apple სათავეში ჩაუდგა American Customer Satisfaction-ის (ACSI) მორიგ ანგარიშს. ამჯერად გამოკითხულ იქნა 7960 მომხმარებელი აშშ-დან, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით იყვნენ არჩეული. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 7 ივლისიდან 2021 წლის 26 ივნისამდე პერიოდში. 

image.jpeg 

შეერთებულ შტატებში პერსონალური კომპიუტერის მფლობელებს შორის კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 1%-ით, 79%-მდე გაიზარდა. Apple ლიდერობს 82%-ით, ისევე როგორც ერთი წლის წინ. HP მეორე ადგილზეა 80%-იანი რეიტინგით, გასულ წელს მისი რეიტინგი 77% იყო. Acer მესამე ადგილზეა 79%-იანი რეიტინგით, ისევე როგორც Samsung. ერთი წლის წინ კომპანია Samsung მეორე ადგილზე იმყოფებოდა 81%-ანი მაჩვენებლით.image.jpeg 

სამწუხაროდ, მიმდინარე წელს არ ხდება თითოეული ბრენდის დაყოფა კატეგორიების მიხედვით, ამიტომ შეუძლებელია იმის გაგება, თუ სად წარმოაჩენს თავს კარგად კონკრეტული კომპანია ან ჩამორჩება. 

image.jpeg 

რაც შეეხება პლანშეტებს, მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგი წლის განმავლობაში 78%-დან 76%-მდე შემცირდა. სხვადასხვა ასპექტს შორის მომხმარებლები კმაყოფილნი არიან დიზაინით, გამოყენების სიმარტივით და წინა თაობის პლანშეტების გრაფიკული წარმადობით. რჩება ფუნქციონალურობისა და პროცესორების სიჩქარის გაუმჯობესება, აგრეთვე აქსესუარების ხელმისაწვდომობა. მათ მოეკუთვნება ქეისები, დამტენი მოწყობილობები და გადამყვანები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.