Jump to content

Intel Arc Alchemist ვიდეო დაფების საფუძველს AMD-სა და EA-ს სპეციალისტები დაამზადებენ


Recommended Posts

კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ დაიქირავა გეიმინგის სფეროს ოთხი წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც კომპანიას დაეხმარებიან მაღალი წარმადობის Arc™ Alchemist გრაფიკული დაფების გამოშვებაში. მათ უნდა ააგონ ერთობლივი მუშაობის სისტემა გეიმინგ დეველოპერებთან, მოახდინონ უკუკავშირის კოორდინირება და მიაღწიონ სამომავლო თამაშების ოპტიმიზაცია Intel-ის ვიდეო დაფებზე. 

image.png 

Intel-მა განაცხადა, რომ შტატში ხელმძღვანელების პოზიციებზე აიყვანა ოთხი სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გეიმინგ დეველოპერებთან კავშირსა და ურთიერთქმედებაზე და სპეციალიზებული პროგრამული ინსტრუმენტების შექმნაზე. ახალი პოზიციები დაიკავეს AMD-სა და EA-ს ყოფილმა გამოცდილმა თანამშრომლებმა. 

ვიცე-პრეზიდენტისა და გეიმინგ და გრაფიული დატვირთვების სფეროს გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა ანდრე ბრემერმა (André Bremer) - ცნობილმა პროფესიონალმა, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიაში მუშაობის ოც წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. Intel-ში გადმოსვლამდე ბრმერი მუშაობდა Prime Gaming-ის ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელად, მანამდე კი - აღმასრულებელ თანამდებობებზე AWS Game Tech-ში, Zynga-ში, EA-სა და LucasArts-შიც კი. 

image.png 

გეიმინგ დეველოპერებისთვის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების უფროსი დირექტორის პოზიცია დაიკავა მაიკლ ჰეილემანმა (Michael Heilemman), რომელიც ამ დრომდე მუშაობდა ტექნოლოგიების დირექტორად Electronic Arts-ში და კონტენტის მენეჯერად - Sony Computer Entertainment America-ში. მას აგრეთვე დიდი გამოცდილება აქვს გეიმინგ დეველოპმენტში, რადგანაც მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი კომპანიების არანაკლებ სამოცი AAA-კლასის თამაშების შექმნაში, როგორებიცაა Vivendi, Dreamworks Interactive და Malibu Interactive. Intel-ში ჰეილემანს დაეკისრება ამოცანა - მაქსიმალურად შეამსუბუქოს დეველოპერების შრომა Intel Xe-HPG  არიქტექტურის გრაფიკული ადაპტერებისთვის განკუთვნილი გეიმინგ პროდუქტების ოპტიმიზაციის საკითხში. 

AMD-ში 15-წლიანი კარიერის შემდეგ კომპანია Intel-ში გადავიდა რიტჩე კორპუსი (Ritche Corpus) და დაიკავა გეიმინგ ეკოსისტემისა და დეველოპერებთან კომუნიკაციის განვითარების გენერალური დირექტორისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია. უნდა ითქვას, რომ კორპუსს უკვე აქვს Intel-თან ურთიერთობის გამოცდილება - იგი მონაწილეობდა არაკომერციულ ორგანიზაცია PC Gaming Alliance-ის ხელმძღვანელობაში, რომელიც დაკავებული იყო პერსონალური კომპიუტერის, როგორც გეიმინგ პლატფორმის განვითარებაში. ამავე დროს კომპანია AMD-ში იგი ხელმძღვანელობდა გეიმინგ და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებას. 

image.png 

და ბოლოს, გეიმინგ დეველოპერებთან კომუნიკაციის უფროსი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა სტივ ბელი (Steve Bell), რომელიც კორპუსის მსგავსად AMD-დან გადავიდა, სადაც მას ანალოგიურ პოზიციაზე ნამუშევარი აქვს 13 წელი. 

Intel მრავალი წელია ავითარებს პროცესორში ჩასამონტაჟებელ გრაფიკულ ბირთვებს, თუმცა ამ დრომდე მისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს არ წარმოადგენდა დეველოპერებთან ერთობლივი ქმედება. ამჟამად როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება, კომპანიას სურს მაგალითი აიღოს AMD-სა და NVIDIA-სგან, პირდაპირი კავშირი დაამყაროს გეიმინგ სტუდიებთან და დეველოპერები უზრუნველყოს ყოველმხრივი მხარდაჭერით. ამის გამო აჰყავს ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და ეს არის დიდი ამბიციის მშვენიერი ილუსტრირება. 

Intel Arc Alchemist გრაფიკული დაფები გაყიდვაში 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ისინი წარმოებული იქნება N6 ტექნოპროცესით (გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი) TSMC-ის მიერ. მიიჩნევა, რომ Alchemist სერიის უფროსი მოდელები კონკურენციას გაუწევენ GeForce RTX 3070 და Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფებს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.