Magdalena Posted September 22, 2021 Share Posted September 22, 2021 მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Google მუშაობს დასაკეც Pixel სმარტფონზე კოდური დასახელებით Passport, რესურს 9to5Google-მა სამომავლო ვერსია Android 12-ში (Android 12.1) იპოვა დადასტურება, რომ კომპანია ტესტავს დასაკეცი სმარტფონის კიდევ ერთ ვერსიას. ცნობილია, რომ მოწყობილობა მუშავდება კოდური დასახელებით Jumbojack. ჯერჯერობით უცნობია მისი დიზაინი. 9to5Google-ის ინფორმაციით მოწყობილობას ექნება ორი ეკრანი, რომელთაგან ერთი გაითიშება სმარტფონის დაკეცვისას. შესაბამისად, როგორც ჩანს Jumbojack-ის დიზაინი Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის მსგავსი იქნება, რომელშიც ძირითადი დისპლეის პარალელურად ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის გარე ეკრანი. სამწუხაროდ, Jumbojack-ის ეკრანის ზომისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. არსებობს ვარაუდი, რომ კოდური სახელწოდება Jumbojack შესაძლოა მიანიშნებდეს ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ჩიზბურგერ Jumbo Jack-ზე და გულისხმობდეს, რომ სმარტფონი დაიკეცება ჰამბურგერის სტილში ისევე, როგორც Galaxy Z Flip და არა ჰოთ-დოგის სტილში, როგორც დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold. მოკლედ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდები და დაუზუსტებელი ინფორმაციაა. Passport-ისგან განსხვავებით, რომელიც როგორც ცნობილია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა, Jumbojack-ის რელიზის შესახებ ცნობილი არაფერია. შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ შიდა პროტოტიპია, რომელიც შექმნილია დასაკეცი Android-სმარტფონებისთვის ისეთი ფუნქციების შესაქმნელად და შესამოწმებლად, როგორიცაა გაუმჯობესებული მრავალამოცანიანი რეჟიმები. https://bit.ly/3Cydv0m Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted September 22, 2021 Share Posted September 22, 2021 შეცდომაა დასაკეც სისტემაზე გადასვლა, მოძრავი ყოველთვის რაღაც ხარვეზს მოიტანს, შეილება სასწაული მოხდეს და გაამართლოს მაგრამ მაინც არამგონია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 25, 2021 Share Posted September 25, 2021 დაიხვეწება, გაიაფდება და მერე ხომ გაიყიდება ისევე როგორც ეხლა ჩვეულებრივი სმარტები იყიდება. თანაც იქნებ მოიფიქრონ ნელ-ნელა უფრო საინტერესო მოდელები. აი ადრე რომ იყო ყველა ფირმა თავისას რომ უშვებდა, ძალიან საინტერესო იდეებს და არასტანდარტულ ტელეფონებს. ანდროიდის მერე გაუფერულდა ყველაფერი. აი მონაცემების გარდა რა განსხვავებაა 10 წლის წინანდელ სმარტებსა და ეხლანდელებს შორის? არც არაფერი ზომა, წონა და პერფორმანსი მოიმატა. ფორმა და გამოყენება იგივეა ზუსტად. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ აი ნოკია, სონიერიკსონი, სამსუნგი, მოტოროლა ნაირ ნაირ ტელეფონებს რომ უშვებდნენ ეგრე აღარაა აგერ უკვე 10 წელზე მეტია. დასაკეცები იმ დონეზე უნდა დაიხვეწოს რომ დიდი ზომის ეკრანი ქონდეს ფიზიკურად მცირე ზომაში. საბოლოოდ პლანშეტს 100% ჩაანაცვლებს და იდეაში სამომავლოდ ტელეფონებმა უნდა ჩაანაცვლონ ლეპტოპები მაინც თუ კომპიუტერებიც არა. სიმძლავრეში ფაქტია რომ მაგრად ვითარდება, ეგ რჩება რომ როგორმე დიდი ზომის ეკრანი ჩაეტიოს მცირეში და დალშე OS-ები კი გამოჩნდება რომ დეველოპმენტი და ყველაფერი შეიძლებოდეს სმარტფონებზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.