Magdalena Posted September 21, 2021 Share Posted September 21, 2021 აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ (ICE) Coinbase-თან გააფორმა კონტრაქტი, რათა წარმოდგენილ იქნას „ბიზნეს-აპლიკაცია“ და „აპლიკაციების შექმნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა“. ხელმოწერილი გარიგების ღირებულებამ შეადგინა 1.36 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით ორმოცჯერ აჯემატება სამინისტროსთან გაფორმებულ წინა შეთანხმების საფასურს. გარიგება გახდა Bitcoin-ბირჟის ყველაზე დიდი ფედერალური კონტრაქტი. აგვისტოში ICE-მ Coinbase-ს 29 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისთვის. დოკუმენტის თანახმად კომპანია "ერთადერთი მომწოდებელია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სერვისები გონივრული პირობებით", აცხადებს The Block. ICE არ არის პირველი სამთავრობო სააგენტო, რომელმაც გამოიყენა Coinbase-ის სერვისები. 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ კომპანიის პროდუქტებით. ისინი გეგმავდნენ პროგრამული უზრუნველყოფა Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. Coinbase-მა Neutrino 2019 წელს შეიძინა. შესყიდვის შემდეგ კომპანია კრიტიკის ქვეშ მოექცა - იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი აღმოჩნდნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც ჯაშუშურ პროგრამებს დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა. მოგვიანებით Coinbase-მა კონტრაქტები გააფორმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და IRS-თან. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-ს დაავალა Monero-ს ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება. https://bit.ly/3ApQQmD Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.