Jump to content

Huawei-ს ოპერაციულ სისტემა HarmonyOS 2-ის მომხმარებელთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა


Recommended Posts

კომპანია Huawei- გააცხადა, რომ HarmonyOS 2.0 ოპერაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ოპერაციული სისტემის ეს ვერსია გამოჩნდა 2 ივნისს და თითქმის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდა 100-ზე მეტი მოწყობილობის მოდელზე (ძირითადად პლანშეტებსა და სმარტფონებზე). გაშვებიდან ერთი კვირის განმავლობაში სისტემა გადმოწერა დაახლოებით ათმა მილიონმა ადამიანმა, ხოლო 12 სექტემბრისთვის მომხმარებელთა რაოდენობამ, რომლებმაც დააინსტალირეს Harmony OS 2.0, შეადგინა 100 მილიონი. 

image.jpeg 

დღეისათვის HarmonyOS 2.0-ისთვის განკუთვნილ პროგრამული უზურნველყოფის დეველოპერების რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, რაც ათჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ Huawei-ს ოპერაციული სისტემა სპეციალურადაა შექმნილი სმარტ-მოწყობილობებში დაყენებისთვის. სწორედ ამიტომ აღჭურვილობის ათასზე მეტმა მომწოდებელმა მიიღო მონაწილეობა პარტნიორულ პროგრამა HarmonyOS Connect-ში, რათა შეიქმნას მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი სხვადასხვა მოწყობილობაში გამოყენებისთვის. 

Huawei-მ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იგი გააგრძელებს HarmonyOS-ის განვითარებას ახალი ფუნქციებით. პარალელურად მოხდება ღია კოდის მქონე პროექტ OpenHarmony-ს განვითარებ, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სფეროს დეველოპერების დასახმარებლად უნიკალური ოპერაციული სისტემების შექმნაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.