Jump to content

XFX-მა წარადგინა ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT Speedster Zero WB თხევადი გაგრილებით


Recommended Posts

კომპანია XFX-მა ოფიციალურად დააანონსა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6900 XT Speedster Zero WB, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ დონის მძლავრი დესკტოპ კომპიუტერებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: TechPowerUp 

ახალ დაფას საფუძვლად უდევს 7-ნანომეტრიანი ჩიპი Navi 21 XTXH. შეგახსენებთ, რომ ნიშანი XTXH აქვთ რჩეულ პროდუქტებს, რომლებიც აჩქარების საუკეთესო პოტენციალს უზრუნველყოფენ. ამგვარი ჩიპები გამოიყენება პრემიალური დონის ამაჩქარებლების შემადგენლობაში. 

image.jpeg 

ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT Speedster Zero WB-ს აქვს სრული დაფარვის წყლის ბლოკი EK Water Blocks-ისგან. იგი მოიცავს მონიკელებული სპილენძის ფუძეს და აკრილის ზედა ნაწილს. რეალიზებულია მრავალი ფერის ეფექტური RGB განათება. 

ხალი გრაფიკული ამაჩქარებლის ბირთვის მაქსიმალური სიხშირე შეადგენს 2525 მჰც-ს. შედარებისთვის, ეტალონური დიზაინის დაფის ანალოგიური მაჩვენებელი 2250 მჰც-ის ტოლია. 

image.jpeg 

ვიდეო დაფას საფუძვლად უდევს სპეციალურად შემუშავებული PCB. რეალიზებულია კვების ქვესისტემა სქემით „14+2 ფაზა“. ხელმისაწვდომია სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. 

კონექტორების ნაკრები მოიცავს ორ ინტერფეის DisplayPort 1.4a-ს, HDMI 2.1 კონექტორსა და USB Type-C პორტს. საორიენტაციო ფასის შესახებ ცნობები ჯერ არ არსებობს. 

image.jpeg 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.