Jump to content

გაეროს მოწოდებაა კონტროლი გამკაცრდეს ხელოვნურ ინტელექტზე


Recommended Posts

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმების გამოყენების შეზღუდვის ან თუნდაც აკრძალვის მოწოდებები სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ვლინდება. ამ პოზიციას მხარს უჭერს გაეროს ადამიანთა უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი (Michelle Bachelet), რომელმაც განაცხადა, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაზარდო კონტროლი ამგვარი ტექნოლოგიების შემუშავებასა და გამოყენებაზე. 

image.jpeg 

ბაჩელეტი აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის აკრძალვის მოწოდებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას, როგორებიცაა მაგალითად პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანების სოციალურ შეფასებასთან დისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. კომისარმა აღნიშნა, რომ ამჟამად არ არსებობს გარანტიები ვინმეს მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებისათვის, ამიტომ ხელისუფლებებმა უნდა შეზღუდონ მათი ექსპლუატაციის შესაძლებლობა. თუ ეს არ მოხდა, ალგორითმებ, რომლებიც პოტენციურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, კვლავაც გამოიყენებენ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მოქალაქეებს. 

„თავს უფლებას ვერ მივცემთ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულ იქნას შეზღუდვებით ან მის გარეშე, რასაც პოსტფაქტუმ თითქმის გარდაუვალი შედეგები მოჰყვება ადამიანის უფლებებზე”-ამბობს ბაჩელეტი. მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ალგორითმი უკვე არსებობს მრავალი ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში, დაწყებული სამთავრობო სერვისების მიღებიდან - დამთავრებული კონტენტით, რომლის ნახვაც ინტერნეტ-მომხმარებლებს შეუძლიათ. 

გაეროს კომისარმა ეს კომენტარები გააკეთა მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გავლენის შესწავლის შედეგებს, მათ შორის კონფიდენციალურობას, განათლების უფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და ა.შ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.