Jump to content

iPhone 13-ის ცენტრალური პროცესორი აღმოჩნდა 21 %-მდე სწრაფი წინა თაობის ჩიპთან შედარებით


Magdalena

Recommended Posts

iPhone 13-სა და ახალ iPad mini პლანშეტში გამოყენებულ ჩიპსეტ Apple A15-ის შესახებ სულ უფრო მეტი მონაცემი ხდება ცნობილი პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ის მეშვეობით. ხსენებული ჩიპის გრაფიკული პროცესორის ტესტირების შედეგების შემდეგ გამოჩნდა ცნობები CPU-ის მახასიათებლებთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

notebookcheck.net 

iPhone 13-ის პროცესორმა ერთბირთვიან ტესტში 1730 ქულა მოიპოვა, რაც დაახლოებით 10 %-ით მეტია, ვიდრე iPhone 12-ის მიერ მოპოვებული 1575 ქულა. მრავალბირთვიან ტესტში ახალი ჩიპის მაჩვენებელია 4621 ქულა, რაც დაახლოებით 21%-ით აღემატება გასული თაობის ჩიპის 3832 ქულა. 

ზოგადად, მონაცემები მიუთითებს ახალი პლატფორმის წარმადობის არც თუ ისე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც შესამჩნევ ზრდაზე. შეგახსენებთ, რომ Apple A15 პლატფორმის ცენტრალური პროცესორი აღჭურვილია ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ბენჩმარკზე შემოწმებულია ახალი iPhone-ის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი და არსებული ინფორმაცია შესაძლოა კიდევ დაკორექტირდეს. თუმცა შედეგები ჯამში იდენტურია და შესაძლებელია პირობითად სანდოდ ჩაითვალოს.  

პრეზენტაციის დროს Apple-მა თავი შეიკავა პროცესორის მუშაობის კონკრეტული მონაცემების დაზუსტებისგან, შემოიფარგლა მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ჩიპი 50%-ით უფრო სწრაფია კონკურენტ მოდელებთან შედარებით. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ კომპანიამ განზრახ თქვა უარი პირდაპირ შედარებებზე, რათა დაემალა წარმადობის ზრდის შენელება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.