Jump to content

Hyundai-მ ელექტრომობილ Genesis GV60-ში სახის ამოცნობის ტექნოლოგია დაამატა


Recommended Posts

ბრენდ Genesis-ის პირველი ელექტრო კროსოვერი, რომელიც სამხრეთკორეულ ავტომწარმოებელ Hyundai Motor- ეკუთვნის, მიიღებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ახალი ტექნოლოგია, სახელად Face Connect, მფლობელს საშუალებას მისცემს გააღოს Genesis GV60-ის კარი - სმარტ-გასაღების ნაცვლად გამოყენებული იქნება ბიომეტრიული მონაცემები. 

image.jpeg 

Genesis GV60 / ფოტოს წყარო: Hyundai 

Face Connect-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ის, რომ მის ბაზაში შეიძლება დაემატოს რამდენიმე სახე, ხოლო კონკრეტული მომხმარებლის ამოცნობის შემდეგ ის მოახდენს ელექტრომობილის პერსონალიზებას მისთვის სავარძლის პოზიციის, საჭის, გვერდითი სარკეების და საინფორმაციო-გასართობი სისტემის პარამეტრების შეცვლით. ელექტრო კროსოვერი Genesis GV60 იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ახალ ტექნოლოგია. მისი ოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ წლის ბოლოს შედგება. 

არსებული მონაცემების თანახმად, Face Connect სისტემაში შესაძლებელი იქნება ორი მომხმარებლის რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ბიომეტრიული მონაცემები შეინახება დაშიფრული ფორმით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ადვილად წაშლა მონაცემთა ბაზიდან. სისტემა იყენებს სახის ამოცნობის მეთოდს ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, რის გამოც ბიომეტრიული მონაცემების კითხვის ხარისხი არ გაუარესდება უამინდობისას ან ღამით. 

დეველოპერებმა გამოიყენეს მანქანური სწავლების ტექნოლოგია წინასწარ რეგისტრირებული პირების იდენტიფიკაციის სიზუსტის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ GV60 ასევე აღჭურვილი იქნება თითის ანაბეჭდის ამოცნობის სისტემით. ეს ნიშნავს, რომ ელექტრო ავტომობილის მფლობელს შეეძლება სრულად გააკონტროლოს მანქანა ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.