Magdalena Posted September 17, 2021 Share Posted September 17, 2021 ქლაუდ-პლატფორმა Google Cloud-მა თანამშრომლობა დაიწყო კანადურ სტარტაპ Dapper Labs-თან, რომელსაც შემუშავებული აქვს NFT-პროექტი NBA Top Shot. „მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში Google Cloud იმოქმედებს ქსელის ოპერატორის სახით და წარმოადგენს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეუწყოს Flow-ს მასშტაბირებას“ - წერს Forbes. Flow-ს ბლოკჩეინზე მუშაობს რამდენიმე ათეული აპლიკაცია, მათ შორისაა CryptoKitties და NBA Top Shot. Google-ის მხრიდან მხარდაჭერის წყალობით Dapper Labs იმედოვნებს, რომ განახორციელებს პოპულარული NFT-პროექტების მასშტაბირებას „მილიარდობით მომხმარებელზე“. მარტში Dapper Labs-მა დაფინანსების რაუნდი დახურა 305 მლნ აშშ დოლარით, მასში მონაწილეობდნენ NBA-ს ვარსკვლავები და ვენჩურული კომპანია Andreessen Horowitz-ის წარმომადგენლები. კრიპტოაქტივების კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით Flow 85-ე ადგილს იკავებს, CoinGecko-ს მონაცემების თანახმად მისმა ფასმა 24 საათში 21%-ით მოიმატა. https://bit.ly/3AcSHLt Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.