Jump to content

გამოვიდა iPhone 13 Pro და 13 Pro Max - 120-ჰც დისპლეი, გაუმჯობესებული კამერები და ახალი ფერები


Magdalena

Recommended Posts

ციფრულ პრეზენტაციაზე კომპანია Apple-მა დააანონსა ახალი iPhone-ები, iPad და iPad Mini პლანშეტები და სმარტ საათი Watch Series 7. საბაზისო iPhone 13 და iPhone 13 mini მოდელებთა ერთად კომპანიამ წარადგინა 6.1-დუიმიანი iPhone 13 Pro და 6.7-დუიმიანი iPhone 13 Pro Max, რომელთაც აქვთ ახალი პროცესორი Apple A15 Bionic, განახლებული კამერების ნაკრები და ეკრანები კადრის განახლების ცვლადი სიხშირით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

დიზაინი დიდწილად უცვლელი დარჩა, თუმცა დისპლეის ზედა ნაწილში არსებული ჭრილი, რომელზეც ბევრმა კომპანიამ თქვა უარი, ზომაში შემცირდა. ლითონის კორპუსს ავსებს ნაწრთობი მინის პანელები, რომლებიც საიმედოდ იცავენ მოწყობილობას ნაკაწრებისგან. 

image.jpeg 

სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეები 1000 კდ/2-მდე სიკაშკაშის მაჩვენებლითა და 10-დან 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. iPhone 13 Pro-ში გამოყენებულია 2532 × 1170 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერის მქონე პნელი, რომლის კონტრასტულობის მაჩვენებელია 2 000 000:1-თან, პიქსელების სიმჭიდროვე - 460 PPI. iPhone 13 Pro Max-ს აქვს 2778 × 1284 პიქსელი გაფართოების მქონე დისპლეი, 2 000 000:1 კონტრასტულობითა და 458 PPI მაჩვენებლით. 

წარმადობას უზრუნველყოფს საფირმო ერთკრისტალიანი სისტემა Apple A15 Bionic ექვსი ბირთვით (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი), რომელიც წარმოებულია 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს „ყველაზე სწრაფ გრაფიკას ყველა სმარტფონს შორის“. წარმოდგენილია კონფიგურაციები 128, 256, 512 გბ და 1 ტბ მეხსიერების მოცულობით. ბოლო მათგანი Apple-ის სმარტფონებში სიახლეს წარმოადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

გასული წლის ფლაგმანების მსგავსად iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ს სამი ძირითადი კამერა აქვთ, აგრეთვე ლიდარი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას გამოსახულების სიღრმის რუკა 5 მეტრამდე დაშორებით და მონაცემები გარემოდან იქნას მიღებული. ლიდარი აუმჯობესებს ფოკუსირებას არასაკმარისი განათების პირობებში, აგრეთვე საშუალებას იძლევა რეალიზდეს შერეული რეალობის (და არა მხოლოდ) სხვადასხვა ეფექტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

უკანა კამერის ბლოკი მოიცავს 12-მეგაპიქსელიან ძირითად მოდულს f/1,5 დიაფრაგმით, ფართოკუთხიან 12-მპ მოდულს f/1,8 დიაფრაგმითა და 120° ხედვის კუთხით, აგრეთვე 12-მეგაპიქსელიან ტელეფოტო მოდულს. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 6-მაგი ოპტიკური ზუმით, წინა თაობის მოდელს სამმაგი ზუმი ჰქონდა. სამივე კამერას აქვს ღამის რეჟიმის მხარდაჭერა, აგრეთვე შესაძლებელი გახდა მაკროგადაღება 2 სმ დაშორებაზე. ხელმისაწვდომია  შუქდიოდური განათება, აგრეთვე სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 4K ფორმატში და წამში 30 კადრი სიჩქარით ProRes რეჟიმში. 

სელფი-კამერა 12-მეგაპიქსელიანია და აქვს 120°-ანი ხედვის კუთხე. რეალიზებულია კინემატოგრაფიული რეჟიმის მხარდაჭერა ვიდეოსთვის, რომელიც საშუალებას იძლევა გადაღებულ იქნას ვიდეოები ბუნდოვანი ფონით (მოგვაგონებს ფოტოს პორტრეტულ რეჟიმს). 

 

Apple-ის მონაცემებით, ფლაგმანური სმარტფონები გახდა უფრო ენერგოეფექტური. iPhone 13 Pro დამუხტვის გარეშე მუშაობს 1.5 სთ-ით მეტს iPhone 12 Pro-სთან შედარებით, iPhone 13 Pro Max კი - 2.5 საათით მეტხანს, ვიდრე iPhone 12 Pro Max. მხარდაჭერილია სწრაფი სადენიანი 25-ვატიანი და 15-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ახალი სმარტფონები წარმოდგენილი იქნება კორპუსის ფერის მხრივ რამდენიმე ვარიანტად: ვერცხლისფერი, გრაფიტისფერი, ოქროსფერი და ღია ცისფერი. 

 

ფოტოს წყარო: Apple 

რაც შეეხება საბაზრო ფასებს, iPhone 13 Pro-ს ფასი იწყება 999 აშშ დოლარიდან, iPhone 13 Pro კი - 1099 აშშ დოლარიდან. სმარტფონები გაყიდვაში 24 სექტემბერს გამოვა. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ლამაზი დიზაინი აქ 12-საც , მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ რო ძაან ძვირია 

არასდროს არ მქონია აიფონი და არც ეხლა მას სურვილი ვიყიდო, გასაგებია თავის ფანები ყავს და 10.000 ლარიც რო დაადონ მაინც იყიდიან

მე უფრო უბრალო ხალხის ბრენდები მომწონს რაიმე ქსიაომი , თუნდაც სამსუნგი, ან ეხლა რეალმეც რო მაქ სავსებით საკმარისია ჩემთვის

ისე რო გავმდიდრე მაინც არ ვიყიდი აიფონს, მოკლედ საჩემო არაა რა :D 

 

Link to comment
Share on other sites

მეც ეგრე ვფიქრობ რომ უაზროდ ძვირია მაგრამ იმასაც ვთვლი რომ ჩემი მოთხოვნების შესაბამისად(ვიზუალი და ტექნიკური მხარე) საუკეთესოა. არ მიყვარს ეს სამსუნგები და 900გბ ოპერატიულები და 200 ბიღთვი თითქოს უფრო მეტს აკეთებს რამეს. რაც ყველაზე მთავარია ისეთი  OS აქვს  iphone-ს რომ შედარებით სუსტ ჰარდზეც მხეცივით მუშაობს და რად მინდა უფრო მაღალი პარამეტრების სხვა ფირმის სმარტფონი არ მესმის. ნუ ფასი როგორც ავღნიშნე სხვა თემაა და ამიტომაც ვარ დღემდე 2016 წლის iPhone Se-ზე რომელიც დღემდე მშვენივრად მემსახურება. ბატარეა ჩემი მიზეზით გაფუჭდა სოფელში სანამ ინტერნეტს შემოიყვანდნენ საათობით მქონდა კომპში გაზიარებული სმარტიდან ინტერნეტი და დედა ეტირა თუმცა 2016 წლიდან დღემდე 80%-ზე აქვს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბატარეის სიცოცხლე. ვფიქრობ მომავალ წელს მაინც დავაფგრეიდდები 13 Mini-ზე მაგრამ ფასები მართლა არაადეკვატურია და ცოტა გული მეთანაღრება. ხო კიდე იმის თქმა მინდა რომ ჩემ ძველ მოდელზე ახალი OS-ის განახლებაც ჩვეულებრივ მოდის დრემდე და არანაირი შეფერხება არ შემინიშნავს. 

მოკლედ მე მომწონს ეს სმარტი მაგრამ მთლად თვალებზე გადაკრული ბინდით არ ვარ აიდა საუკეთესოათქო. უბრალოდ ჩემთვის იდეალურია და არც მომავალში ვაპირებ სხვა ბრენდზე გადასვლას მითუმეტეს რომ მინიმალური მოთხოვნები მაქვს სმარტის მიმართ. ლამაზი დიზაინი, ოპტიმიზაცია რომ არ ლაგავდეს და რესტარტები არ მჭირდებოდეს. მოსახერხებელი UI და ინტერნეტი იმდენად რომ ტაქსს ვიძახებდე :D საუბრით და სმს-ბით რომ 2 დღე მაინც მიძლებდეს ბატარეა. ამ ყველაფერს აქამდე გამოსული ნებისმიერი მოდელი 12-დან ზევით აკმაყოფილებს. 2016 წლის SE -დან ზევით 12-მდე დიზაინი საშინლად არ მომწონდა და 12-დან ძლივს იდეალურს მიუახლოეს.  ჰო კიდე ტაფა სმარტები არ მომწონს. ინტერნეტში მთელი დღე ჯდომა და სოციალური ქსელების სქროლვა მაინც არ მიწევს. არ ვსარგებლობ ეგეთი რარაცეებით ასე რომ ძალიან უნდა მოიდნომონ რომ არ მომეწონოს iPhone :D ერთადერთი მინუსი ჩემთვის ფასია და როგორც ჩანს დღემდე ყველაზე დიდი მინუსი თორე აქამდე შევცვლიდი ახალი მოდელით.🤪

Link to comment
Share on other sites

iPhone_ს ერთი რამ, რაც ძალიან კარგი აქვს, არის აფდეითები.

პირველ SE-ს და 6s-საც კი აძლევენ iOS 15-ს. 2017 წლიდან მაქვს iPhone 8 და კმაყოფილი ვარ ნამდვილად.

იქსფირიენსი 8-ზეც და 12-ზეც და 13-ზეც ფუნდემენტურად იგივეა, თუმცა, გასაგებია, რომ ახლებს აქვთ ბევრი პლიუსი უკვე - იქ კამერა, AR, სიჩქარე, უკეთესი ეკრანი, ბატარეა...

ანდროიდზე მსგავსი იქსფირიენსის მისაღებად ალბათ მხოლოდ გუგლის დევაისებზე უნდა შეჯდე და იქაც არ ვიცი, ამდენწლიანი საფორთი აქვთ დევაისებს?

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

4 hours ago, Power_VANO said:

ანდროიდზე მსგავსი იქსფირიენსის მისაღებად ალბათ მხოლოდ გუგლის დევაისებზე უნდა შეჯდე და იქაც არ ვიცი, ამდენწლიანი საფორთი აქვთ დევაისებს?

არა 3 წლიანი support აქვს pixel-ებს. Pixel 3 მაგალითად ეხლა ეგ მაქვს 9-თ გამოვიდა მიიღო 10, 11 და ეხლა 12-საც მიიღებს. 4 ვერსია უწევთ ხოლმე. მანამდე nexus-ებს 2 წლიანი support ქონდა, თუმცა ოქტომბერში გამოდის pixel 6 სადაც უკვე google-ს SOC-ა ნაწილობრივ მაინც და ამბობენ გახანგრძლივდებაო software support-ო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ iphone გამოდის წელიწადში 3 მოდელი ადრე 2 გამოდიოდა, ზოგჯერ ხომ 1-ც იყო? SOC ყველას ერთი აქ იმ თაობაში. სოფტი მათია + ჰარდი მათია და update იოლია. Android კი იცი linux-ს კერნელს იყენებს და ასობით სხვა კომპანიების ჰარდი დევს მაგ ტელეფონებში. ეს კომპანიები SOC-თ დაწყებული უშვებენ დრაივერს ერთი kernel-ს ვერსიაზე და ის რჩება ხოლმე მაგ დივაისს ბოლომდე. ამიტომ update-ები ძალიან ძნელია ასე. ეს კომპანიები არ უშვებენ ახალ დრაივერებს, იმიტომ რომ მერე ახალ ჰარდს გაყიდვა უნდა. x86 მაგ მხრივ უკეთესია და კაკრას nexus player იყო ინტელის პროცესორზე ანდროიდ 5-ზე გამოვიდა და მიიღო 6, 7 და 8-ც. ეს ოფიციალურად. მაგის გამოსვლისას ეს მაგარი იყო. pixel-მდე მოხდა ეგ.

თუმცა android open source project-ც ხომ არის და ამ გზით ფაქტობრივად უკვდავი ხდება ზოგი დივაისი, custom rom-ების წყალობით.  აი მე მაგალითად საახლობლოში რამდენიმეს ვუყიდე nexus 5-ები მზესუმზირასავით დაიყარა ebay-ზე ერთი მომენტი და კი დავარიგე ვისაც არ ქონდა ტელეფონი და ყველას android 11 უყენიათ, update-ბი მოსდით ყოველკვირას ;) წარმოიდგინე მობილური 2013 წელს გამოვიდა. ისე ეგენი მაგარი მობილურებია უკაბელო დამტენები და NFC-ები აქვთ და ძალიან დიდი software support. ძალიან ბევრი OS მუშაობს android-ს გარდა მაგ ტელეფონზე. სუფთა linux-ც კი სულ ბოლო 5+ linux kernel-ებზე. ცოტა donation-ც გავაკეთე ამიტომ, სინდისმა შემაწუხა. ხალხი ამდენს შრომობს და ხომ უნდათ წახალისება. ამიტომ მიყვარს open source soft იქნება თუ hard.

Link to comment
Share on other sites

22 hours ago, Gamer-4ever said:

ლამაზი დიზაინი აქ 12-საც , მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ რო ძაან ძვირია 

არასდროს არ მქონია აიფონი და არც ეხლა მას სურვილი ვიყიდო, გასაგებია თავის ფანები ყავს და 10.000 ლარიც რო დაადონ მაინც იყიდიან

მე უფრო უბრალო ხალხის ბრენდები მომწონს რაიმე ქსიაომი , თუნდაც სამსუნგი, ან ეხლა რეალმეც რო მაქ სავსებით საკმარისია ჩემთვის

ისე რო გავმდიდრე მაინც არ ვიყიდი აიფონს, მოკლედ საჩემო არაა რა :D 

 

მეც ანალოგიურად, სამსუნგი და შაომი ძირითადად, აიფონი ალბათ არასდროს მომინდება. pixel 6-ზე ვიფიქრებ სავარაუდოდ სამომავლოდ

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.