Jump to content

SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა განახლებული Starlink-თანამგზავრები ლაზერული კავშირით


Recommended Posts

კომპანია SpaceX-მა გაუშვა Starlink თანამგზავრების მორიგი პარტია. დედამიწის ახლო ორბიტაზე გაყვანილ იქნა 51 განახლებული აპარატი, რომლებიც აღჭურვილია ლაზერული კავშირის სისტემით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება პირველად განხორციელდა  70° დახრილობით ჩვეულებრივი  35°-იანი დახრის კუთხის ნაცვლად. ამგვარი დიდი დახრილობის ორბიტა კომპანიას საშუალებას მისცემს თანამგზავრული ინტერნეტით დაფაროს დედამიწის პოლარული რეგიონები. თანამგზავრების გაშვების ტრანსალაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ გაშვებიდან მალევე თანამგზავრები ანტარქტიდის თავზე გაფრინდნენ. 

რაკეტა Falcon 9 თანამგზავრებთან ერთად დედამიწიდან 14 სექტემბერს გაფრინდა. დაყოფის შემდეგ რაკეტის პირველი დონე საზღვაო პლატფორმაზე დაეშვა. მისთვის ეს იყო მეათე გაშვება. ამ მოვლენიდან რამდენიმე წუში თანამგზავრები წარმატებით განცალკევდნენ რაკეტის მეორე დონისგან. 

მჟამად Starlink-ის ქსელი მუშაობს შემდეგი სქემის მიხედვით - „მომხმარებელი - თანამგზავრი - დეამიწის სადგური“. მისი მუშაობისთვის SpaceX აშენებს ან ქირაობს დედამიწაზე არსებულ სადგურებს, რომლები თანამგზავრებს ინტერნეტთან აკავშირებს. სქემა კარგად მუშაობს, თუმცა იგი არ იძლევა საშუალებას თანამგზავრები დაუკავშირდნენ პოლარუ რეგიონებს ან ოკეანისზედა ტერიტორიას, ან უზრუნველყოფს ამ რეგიონებში მხოლოდ არასტაბილურ და ნელ კავშირს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუაობს ორბიტაზე მყოფ კოსმოსურ აპარატებს შორის ლაზერული კავშირის სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება სიგნალის გადაცემა თანამგზავრისგან მოშორებულ დედამიწურ სადგურთან, რეტრანსლატორის სახით კი მეზობელი თანამგზავრები იქნება გამოყენებული. ადრე SpaceX-მა გაუშვა და გატესტა რამდენიმე თანამგზავი ლაზერული კავშირით, ამჯერად კი დაიწყო მათი სერიული წარმოება და გაშვება. 

ბოლო გაშვების ჩათვლით SpaceX-ს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაგზავნილი ყავს 1791 ანამგზავრი. როგორც CBS News მიუთითებს, დღეისათვის მათგან 1400-ზე მეტი სრულიად მუშა მდგომარეობაშია. 

თანამგზავრების გაშვება. ვიდეო: https://bit.ly/2XiE9em 

შორს მდებარე რეგიონებისთვის ინტერნეტის მიწოდების მიზნით თანამგზავრების ჯგუფის გაშვების საკითხში SpaceX-ის კონკურენტია კომპანია OneWeb, რომელსაც რუსულ როსკოსმოსთან პარტნიორობის ფარგლებში დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებული ყავს 288 თანამგზავრი. უახლოს დროში OneWeb-ის თანამგზავრების რიცხვი 322 ერთეულამდე გაიზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.