Jump to content

Biostar ამზადებს უნივერსალურ დედა დაფას ვიდეო დაფებზე მაინინგისა და Chia-ს ფარმინგისთვის


Recommended Posts

კომპანია Biostar ამზადებს დედა დაფა TZ590-BTC Duo-ს Intel Z590 სისტემური ლოგიკის ბაზაზე. დაფა უნივერსალური გახდება მაინერებისთვის, რომლებიც გრაფიკულ ამაჩქარებლებს ან მყარ დისკებს იყენებენ, მაგალითად, Chia-ს მოპოვებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Biostar 

დაფა დამზადებულია სტანდარტულ ATX ფორმ-ფაქტორში, აქვს გაგრილების სისტემა, ოთხი DIMM სლოტი უზრუნველყოფს 128 გბ-მდე DDR4 მეხსიერების დაყენებას. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ქსელის ადაპტერი Intel I219V, აუდიოკოდეკი Realtek ALC887, კონექტორები USB 3.2 Gen1 და USB 2.0, ვიდეო ინტერფეისები HDMI და D-Sub. დაფა დამზადებულია „ფერმაში“ მუშაობისთვის, რომელსაც ექნება კვების ორი ბლოკი და და აღჭურვილია წყვილი 24-პინიანი კონექტორებით. მაგრამ მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია PCIe და SATA კონექტორების რაოდენობა. 

დაფაზე ხელმისაწვდომია ცხრა PCIe კონექტორი, ერთ-ერთი მათგანი მეოთხე თაობისაა, ფიზიკურად სრული ზომის არის, თუმცა მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ 8 ხაზი. დანარჩენი რვა PCIe კონექტორი მე-3 თაობისაა და აქვთ 1 ხაზის მხარდაჭერა. SSD-ს დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია ოთხი M.2 კონექტორი, ორი PCIe 4.0x4 და ორი PCIe 3.0x4, აგრეთვე ათი კონექტორი SATA III. 

დაფის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.