Jump to content

Huawei-მ წარადგინა MateStation X – 28-დუიმიანი მონობლოკი AMD Ryzen 5000H პროცესორით


Recommended Posts

კომპანია Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი მონობლოკი. Huawei MateStation X-ს აქვს 28.2-დუიმიანი 4K მატრიცა და პროცესორი AMD Ryzen. ახალი მოწყობილობის ღირებულება 1500 აშშ დოლარს აღემატება. 

image.jpeg 

gizmochina.com 

MateStation X გარეგნულად ძალიან ჰგავს მონიტორ MateView-ს. მას აქვს ანალოგიური 28.2-დუიმიანი დისპლეი 3840 × 2560 გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 3:2. სენსორული დისპლეი, რომელსაც შეხების ათი წერტილის მხარდაჭერა აქვს, იკავებს მოწყობილობის ფრონტალური პანელის 92%-ს. ეკრანი უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 და 100%-იან sRGB ფერთა გამის მხარდაჭერას, აგრეთვე ფლობს TUV Rheinland სერტიფიკაციას, რაც მოწმობს თვალებისთვის მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. 

მონობლოკის საბაზისო ვერსია დამყარებულია პროცესორ AMD Ryzen 5 5600H-სა და Radeon გრაფიკაზე. აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაცია Ryzen 7 5800H ჩიპის ბაზაზე. კომპიუტერი წარმოდგენილია 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერებით და 512 გბ მოცულობის NVMe-დისკით. 

image.jpeg 

MateStation X-ს აქვს ოთხი მიკროფონი, რომელთაც შეუძლიათ მომხმრებლის ხმის დაჭერა 5 მეტრამდე მანძილზე. კომპიუტერი აღჭურვილი 5-ვატიანი Devialet დინამიკითა და 10-ვატიანი საბვუფერით. ვიდეოზარებისთვის გამოიყენება 1-მეგაპიქსელიანი კამერა. 

ფიზიკური კონექტორების ნაკრებში ხელმისაწვდომია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. Huawei MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სკანერის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურითა და ბლუთუზ-მაუსით - Huawei AF30. 

კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო განახლება Windows 11-მდე. ახალი მოწყობილობა გამოვა ნაცრისფერ (Space Gray) და ვერცხლისფერ (Silver) ვარიანტებად, საბაზისო მოდელის ღირებულებაა 1549 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.