Jump to content

NVIDIA-მ შესაძლოა გამოუშვას GeForce RTX 2060 მოდელი 12 გბ ვიდეომეხსიერებით მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში


Recommended Posts

პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ კომპანია NVIDIA გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას ვიდეო დაფა GeForce RTX 2060 12 გბ მეხსიერებით. ამგვარი მიდგომით კომპანიას სურს GeForce RTX 3060 მოდელის დეფიციტის კომპენსირება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

წლის დასაწყისში NVIDIA-მ გაყიდვაში დააბრუნა მოდელი GeForce RTX 2060 6 გბ ვიდეომეხსიერებით. ამ ნაბიჯით კომპანიამ გადაწყვიტა Ampere სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების იმ დროს დაწყებული დეფიციტის კომპენსირება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა GeForce RTX 3060 მოდელის გამოშვებამდე, ამიტომ GeForce RTX 2060 უნდა იყოს კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც არ სჭირდებოდა ახალი თაობის ფლაგმანური მოდელები, მაგრამ სჭირდებოდა ახალი საშუალო დონის გრაფიკული დაფა. 

მარტში NVIDIA-მ გამოუშვა მოდელი GeForce RTX 3060. დაფას აქვს 12 გბ ვიდეომეხსიერება და გვთავაზობს წარმადობის კონკურენტუნარიან დონეს, აგრეთვე პროგრამულ დაცვას მაინინგისგან. თუმცა მწარმოებელმა კომპანიამ დაუშვა შეცდომა, შემთხვევით გამოშვა ვიდეოდრაივერი, რომელმაც სრულიად განბლოკა ვიდეო დაფის წარმადობა მაინინგში, რამაც გამოიწვია GeForce RTX 3060 დაფის დეფიციტი და ფასის მკვეთრი ზრდა. 

მოგვიანებით NVIDIA-მ გამოუშვა განახლებული GeForce RTX 3060 LHR მოდელი მაინინგისგან აპარატული დაცვით. თუმცა დაფის სარეკომენდაციო ფასად ხელმისაწვდომობის საკითხის გადაჭრა კომპანიამ ვერ მოახერხა. როგორც VideoCardz წერს, ამან NVIDIA აიძულა საკითხის მოგვარების ალტერნატიული გზები ეძება. 

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აცხადებს, რომ კომპანია აპირებს გამოუშვას განახლებული GeForce RTX 2060 Turing არქიტექტურით. დაფა აგებულია PCB-ზე ნომრით - PG161 და აქვს 12 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება. ჯერჯერობით უცნობია რომელ GPU იქნება მის საფუძვლად გამოყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, NVIDIA-მ პარტნიორებს აცნობა, რომ ამაჩქარებელი გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის იანვარში იმის შესაბამისად, რამდენად სწრაფად დალაგდება ამ დაფისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორის წარმოება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.