Jump to content

Facebook ქმნის პროცესორებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის


Recommended Posts

image.jpeg 

Facebook შეუერთდა იმ კომპანიების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც საკუთარი ჩიპების წარმოებას იწყებენ. Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla და Baidu ცდილობენ შეამცირონ ავიანთი დამოკიდებულება ისეთ სილიკონის გიგანტებზე, როგორებიცაა Intel, AMD, Nvidia და Qualcomm. მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონკრეტული სამუშაო დატვირთვისთვის შექმნილი სპეციალიზებული მიკროსქემები ნაკლებ ენერგიას საჭიროებენ და შესაძლებელია იყვნენ უფრო მასშტაბირებადი, ვიდრე საყოველთაო დანიშნულების კომპონენტებია. ეს უკანასკნელი გახდა პროდუქტი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კონკურენტს შეუძლია და არ იძლევა პროგრამულ უზრუნველყოფასთან მჭიდრო ინტეგრაციის საშუალებას. 

Facebook ერთ-ერთია, რომელიც ARM-პროცესორებზე გადადის და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. The Information-ის ანგარიშის თანახმად სოციალური გიგანტი მუშაობს სპეციალური ჩიპსეტების სერიის შექმნაზე მანქანური სწავლების ამოცანების აჩქარებისთვის. ერთ-ერთი მათგანი გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის, რომელიც ამუშავებს შინაარსობრივ რეკომენდაციებს. 

ხსენებული სამუშაო პროცესი დაიწყო 2018 წელს, როდესაც გაირკვა, რომ Facebook ეძებდა ინჟინრებს FPGA და ASIC პროექტირების გამოცდილებით. ერთი წლის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა ხელოვნური ინტელექტის კონვეირის შექმნას საკუთარი მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის ისეთი პარტნიორების დახმარებით, როგორებიცაა Intel, Qualcomm, Marvell, Esperanto და Habana, რომელიც ამჟამად Intel-ს ეკუთვნის. 

image.png 

Facebook Zion-ის კონვეირი ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის 

თუმცა, ახალი ანგარიშის თანახმად, სოციალურმა გიგანტმა გადაიფიქრა და მთლიანად დაკავდა ახალი ჩიპების წარმოებით. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ Facebook მუდმივად იკვლევს გამომთვლელი წარმადობის დონისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების მეთოდებს პარტნიორი ჩიპმეიკერების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს წლებში კომპანია განახორციელებს დიდ ცვლილებებს, რადგანაც ახალი ჩიპები ჯერ კიდევ არ არის განკუთვნილი გარე წარმოების პროდუქტების სრული ჩანაცვლებისთვის. 

კომპანია აგრეთვე ქმნის ჩიპს ვიდეოს კოდის შეცვლისთვის, რათა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა მის კუთვნილ აპლიკაციებში ვიდეოსა და პირდაპირი ტრანსლაციის მიწოდებისას. ეს მიდგომა არის იმის მსგავსი, რასაც Google აკეთებს ვიდეოს კოდირების საკუთარი Argos (VCU) მოდულებით YouTube- ზე ატვირთული ვიდეოების ტრანსკოდირების დასაჩქარებლად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.