Jump to content

სმარტფონ Cyrcle Phone 2.0-ის წარდგენა - ოვალური ფორმა, მრგვალი დისპლეი და ორი კონექტორი ყურსასმენისთვის


Recommended Posts

სმარტფონები სულ უფრო ტექნოლოგიური და მაღალი წარმადობის ხდება, მაგრამ თანამედროვე მობილური ბაზარი ვერ დაიკვეხნის ფორმ-ფაქტორების სიმრავლით. არასტანდარტული სმარტფონებიდან ხელმისაწვდომია რამდენიმე დასაკეცი მოდელი, თუმცა ეს მოწყობილობები ჯერჯერობით ძალიან ძვირადღირებულია.  

იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სტანდარტული მართკუთხა ფორმის მოწყობილობები მობეზრდა, გამოვიდა Cyrcle Phone 2.0 - ოვალური Android-სმარტფონი, რომელიც გაჯეტებთან ურთიერთობის ახალ გამოცდილებას უზრუნველყოფს. 

image.jpeg 

Cyrcle Phone-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. სმარტფონის პირველ ვერსიას ქონდა მრგვალი კორპუსი, მაგრამ ეკრანი  ჩვეულებრივი ოთხკუთხედი ფორმის იყო. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყო 2016 წელს, იგი ფლობდა საკმაოდ მცირე ფუნქციონალს, რადგანაც შემოიფარგლებოდა მხოლოდ 2G ქსელის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

მოწინავე ფუნქციები არც ახალ მოდელს აქვს. 999 აშშ დოლარად მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სმარტფონი უცნობი Qualcomm Snapdragon ჩიპსეტით, რომელიც მუშაობს 3 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. შიდა მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს შეადგენს. მრგვალი დისპლეი აგებულია IPS პანელზე, რომლის დიაგონალია 3.45 დუიმი, გაფართოება - 800 × 800 პიქსელი. ძირითადი კამერა წარმოდგენილია ერთადერთი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით, ბატარეის მოცულობა შეადგენს 2000 მა/სთ-ს, ამასთან ბატარეა მოხსნადია. მოწყობილობა მუშაობს Android 10-ზე.  

ასეა თუ ისე, Cyrcle Phone ყურადღებას იპყრობს არა წარმადობით, არამედ სმარტფონის გამოყენების ინოვაციური გამოცდილებით. მრგვალი ეკრანის პარალელურად, რომელიც მთლიანად ცვლის მოწყობილობის მართვის მეთოდს, Cyrcle Phone 2.0-ში ხელმისაწვდომია ორი 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, აგრეთვე მოცემულია microUSB და USB-C. 

image.jpeg 

სმარტფონის კორპუსი დამზადებულია სიმინდზე დაფუძნებული PLA სამშენებლო მასალისაგან, რაც ხაზს უსვამს მწარმოებელი კომპანიის ზრუნვას გარემოზე. ცნობილია, რომ Cyrcle Phone 2.0 უკვე მზად არის გაყიდვების დასაწყებად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.