Jump to content

აშშ-ის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტებზე ზეწოლა გააძლიერა, ანალიტიკოსები კი Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე ვარდნას პროგნოზირებენ


Recommended Posts

თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური სააგენტო არის აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC). ვინაიდან ამერიკელები იყვნენ თანამედროვე ფინანსური სისტემის საწყისები, ვერავინ ბედავს მოქმედებას უკითხავად. ეს წესი აქტუალურია არა მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, არამედ ყველა ევროპული და სხვა ქვეყნებისთვის. ფაქტიურად, რამდენიმე ქვეყანა ცდილობს გაასაჩივროს SEC-ის უფლებები, მაგრამ ცნობილი გამოთქმა "აშშ-ის ინტერესის ზონა" - ვრცელდება მზის სისტემის მიღმა. 

image.jpeg 

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კრიპტოვალუტები გრძელვადიანი და სერიოზული მოვლენაა, SEC-მა დაიწყო ბირჟებისა და დეველოპერების დაქვემდებარება. იგი მათ საკუთარ კანონებს ახვევს და არ ანაღვლებს, რომ ეს კანონები მელ პლანეტაზე ვერ გავრცელდება. ფაქტობრივად, ფინანსური სექტორი იძულებულია იმუშაოს აშშ-ს კანონებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალაში მკაცრი სანქციები შევა. დღესდღეობით მთავარი სამიზნე კრიპტო ბირჟებია. ცნობილია Coinbase-ის პრობლემები, Binance-იც შტორმის ქვეშაა უკვე თვეზე მეტია. მარეგულირებელი ორგანოს ზეწოლის ქვეშ მოქცეული ბირჟა Uniswap ცდილობს პრობლემებს თავი აარიდოს და აღნიშნავს, რომ ბირჟა იცავს კანონებსა და ნორმატიულ აქტებს. სამწუხაროდ, ბირჟის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, ვის კანონებს იცავენ. 

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ SEC-ის ზეწოლა და სიმკაცრე მატულობს, როგორც ეს უკვე მოხდა Ripple-ის შემთხვევაში. აშშ ჩინეთის გზით მიდის, თუმცა სურს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები დემოკრატიულად წარმოაჩინოს. როგორც ჩანს, SEC თვლის, რომ პრეფიქსი „აშშ“ ყველა ინიციატივას დემოკრატიულს ხდის. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ბირჟებსა და სხვილ კრიპტო კომპანიებს ალტერნატივა არ გააჩნიათ, მათ ადრე თუ გვიან დათმობა და დაქვემდებარება მოუწევთ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დათმობები გამოიწვევს Bitcoin-ის კურსის ძლიერ ვარდნას. მათი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 20 ათას აშშ დოლარამდე ან კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. 

image.png 

ანალიტიკოსები აღნშნავენ, რომ კრიპტოვალუტებმა მეტად დიდი ყურადება მიიპყრეს. თამაშშ მთელი ქვეყნები ჩაერთვნენ, რომელთაგან ბევრი ეცდება სარგებელი ნახოს შექმნილი ვითარებიდან. შესაძლოა აშშ-ში შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, რომელიც ბირჟებს საქმიანობის უფლებას მისცემს მოკავშირეების ტერიტორიაზე. ამგვარი რამ სხვა ბირჟებს ავტომატურად დატოვებს ფულის გარეშე, დოლარის ნაკადებს კი კვლავ ამერიკისკენ ექნება მიმართულება.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.