Jump to content

Lenovo-მ წარადგინა პროფესიონალური მონიტორი ThinkVision P27u-20 - Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით


Recommended Posts

კომპანია Lenovo-მ წარადგინა პროფესიონალური მონიტორი P27u-20, რომელიც გვევლინება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ფოტო- და ვიდეორედაქტორებისთვის, რომელთაც დიდი მოთხოვნები აქვთ ფერთა გამის მიმართ. ახალი მონიტორი უზრუნველყოფს ფერთა გადმოცემის მაღალ სიზუსტეს, პიქსელების სიმჭიდროვის მეტად მაღალ მაჩვენებელს, ჩაშენებულ KVM-გადამრთველს, აგრეთვე ხელმისაწვდომია Thunderbolt 4 კონექტორი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

27-დუიმიან მოდელ ThinkVision P27u-20-ში გამოყენებულია 8-ბიტიანი FRC IPS მატრიცა 3840 × 2160 გაფართოებითა და 400 კდ/2-ზე მაღალი სიკაშკაშის მაჩვენებლით. მონიტორი ფლობს 99.1%-იან DCI-P3 და 99.5%-იან Adobe RGB ფერთა გამებს. გარდა ამისა, დისპლეის აქვს ტექნოლოგია VESA DisplayHDR 400-ის მხარდაჭერა. ბევრი სხვა პროფესიონალური მონიტორების მსგავსად ThinkVision P27u-20  ქახნულად კალიბრირებულია DeltaE<1 დონემდე. მკვეთრი განათების პირობებში მოხერხებული მუშაობისთვის მწარმოებელმა კომპანიამ გაითვალისწინა მოსახსნელი ფარი. 

27-დუიმიანი მონიტორების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია 4K გაფართოების შემოთავაზება, ასე რომ ThinkVision P27u-20 მოდელის საინტერესო მახასიათებელია არა მხოლოდ ორი პოპულარული ფერთა დიაპაზონის მხარდაჭერა, არამედ პიქსელების სიმჭიდროვის მაღალი დონე 163 ppi. 

image.png 

ახალი მონიტორის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია კონექტორი Thunderbolt 4, რომლის მეშვეობით მონიტორს შეუძლია დაკავშირებულ ლეპტოპს გადასცეს 100 ვატამდე ენერგია. ინტერფეისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილ, მაალი წარმადობის მქონე მოწყობილობებთან დაკავშირებისთვის. 

დისპლეის აღჭურვილობაში შედის ერთი DisplayPort, ორი HDMI, ორი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი USB 3.2 Gen 1 Type-B, აგრეთვე ერთი გიგაბიტური LAN ტექნოლოგია vPro-ს მხარდაჭერით. გარდა ამისა, მონიტორს აქვს ინტეგრირებული დინამიკები და KVM-გადამრთველი. იგი ამარტივებს დისპლეის გამოყენების პროცესს გამოსახულების რამდენიმე წყაროსთან მუშაობისას. 

პროფესიონალური მონიტორების უმეტესობის მსგავსად Lenovo ThinkVision P27u-20 წარმოდგენილია სადგამით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიცვალოს დახრის კუთხე, სიმაღლე და ეკრანის პოზიცია. გაყიდვაში ახალი მონიტორი დეკემბერში უნდა გამოვიდეს. მისი ფასი 768 აშშ დოლარს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.