Magdalena Posted September 8, 2021 Share Posted September 8, 2021 Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს მიაღწევს და გახდება გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბრის ანგარიშ Bloomberg Crypto Outlook-ში მაკგლოუნმა Bitcoin-ის 100 ათასი აშშ დოლარი და Ethereum-ის 5 ათას აშშ დოლარიანი დონე დაასახელა, როგორც „უმცირესი წინააღმდეგობის გზა“. „კრიპტოაქტივები შედიან წლის მეორე ნახევრის განახლებულ ხარულ ბაზარზე წინა მაქსიმუმებიდან სერიოზული ვარდნების შემდეგ“ - აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა. მან დაუცველი უწოდა ისეთ საინვესტიციო პორტფელებს, რომლებშიც არ შედის პირველი კრიპტოვალუტა ან Ethereum. „ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის, როგორც ციფრული სარეზერვო აქტივის მომავალს, რომელიც დოლარს შეავსებს“ - განაცხადა მაკგლოუნმა. აგვისტოს დასაწყისში მან აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტისა და Ethereum-ის ძლიერი მხარდაჭერის არსებობა ბოლო თვეებში და ამ აქტივების ზრდის ფაზის დაწყება. იმ დროს მისი პროგნოზი იყო, რომ Bitcoin-ის კურსი მიაღწევს 100 ათას აშშ დოლარს, მოგვიანებით კი ამ მიზნის მთავარ დაბრკოლებად Ethereum დაასახელა. მაკგლოუნმა განაცხადა, რომ დოლარზე მიბმული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება ზრდის ამერიკული ვალუტის ღირებულებას. https://bit.ly/3jLPs7S Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.