Jump to content

MediaTek-ის პარტნიორებმა დაიწყეს პროცესორ Dimensity 2000-ის ტესტირება, რომელიც Qualcomm-ის ფლაგმანზე მძლავრი უნდა იყოს


Recommended Posts

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ფლაგმანურ მობილურ პლატფორმა Snapdragon 898-ს, Qualcomm-ის კონკურენტებსაც აქვთ საინტერესო გადაწყვეტილებები. ინსაიდერების ინფორმაციით MediaTek მალე დაიწყებს ფლაგმანური Dimensity 2000 ჩიპსეტების გაგზავნას პარტნიორ მწარმოებლებისთვის ტესტირებისა და ახალი სმარტფონების შემუშავებისთვის. 

image.jpeg 

gizchina.com 

ცნობილი ინსაიდერების, @DCS-სა და @Fertile-ის ცნობების თანახმად, რომლებმაც ინფორმაცია გამოაქვეყნეს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 2000 დამზადებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს სტაბილურ, დაბალ ენერგომოხმარებასა და მაღალ წარმადობას. 

პროცესორში გამოყენებულია მოწინავე არქიტექტურა ARM V9. Dimensity 2000 ჩიპის პირველი მცირე პარტია პარტნიორ კომპანიებს მიმდინარე წლის ბოლომდე გაეგზავნებათ. უფრო მეტიც, მათგან რჩეული კომპანიები უკვე მუშაობენ უახლეს ჩიპზე. თუკი ყველაფერი ისე წავა, როგორც MediaTek გეგმავს, ახალ Dimensity ჩიპზე მომუშავე პირველი სმარტფონების გამოსვლა პრაქტიკულად დაემთხვევა ფლაგმანურ Snapdragon 898 ჩიპზე მოქმედი სმარტფონის პრემიერას. ამ დრომდე Qualcomm ყოველთვის წინ უსწრებდა კონკურენტს. 

Dimensity 2000-ში გამოყენებულია იგივე CPU, რაც Snapdragon 898-ში (არ არის გამორიცხული უფრო მაღალი წარმადობის ვარიანტი). კომპანიის თქმით, GPU უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე Snapdragon 898-ში გამოყენებული, ენერგომოხმარება კი ნაკლები იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Dimensity 2000 უნდა იყოს უფრო ეკონომიური და მაღალი წარმადობის მქონე Snapdragon-ის აქტუალურ ფლაგმანთან შედარებით. 

მოსალოდნელია, რომ MediaTek-ის ახალ ფლაგმანურ ჩიპში გამოყენებული იქნება სუპერდიდი ბირთვები Cortex X2 - ისინი მინიმუმ 17%-ით მეტი წარმადობისაა, ვიდრე Cortex X1. ამასთან, ენერგომოხმარება 10%-ითაა შემცირებული. მაღალია სხვა ბირთვების წარმადობის დონეც. 

უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 898-შიც TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესია გამოყენებული. ცხადია, ახალი ტექნოლოგიის წყალობით ჩიპმეიკერებმა შეძლეს შეემცირებინათ სითბოს გამოყოფის მეტად მაღალი დონე, რაც დამახასიათებელი იყო წინა, Snapdragon 888 სერიისთვის. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.