Jump to content

Mercedes-მა წარადგინა აზრების ძალით მანქანის მართვის მუშა სისტემა


Recommended Posts

მათთვის, ვისთვისაც ხელით მართვა, ტექსტური და ხმოვანი ბრძანებებიც კი უკვე მოძველებულად ითვლება, Mercedes-ის გუნდმა ალტერნატიული გადაწყვეტილება მოამზადა. გამოფენა IAA Mobility 2021-ზე, რომელიც მიუნჰენი 7-დან 12 სექტემბრამდე მიმდინარეობს, ბრენდმა წარადგინა სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილი იმართოს გონების ძალით. 

image.jpeg 

techradar.com 

გერმანულმა კომპანიამ განახორციელა ინტერფეის ტვინი-კომპიუტერის (BCI) ინტეგრირება კონცეპტ Mercedes-Benz Vision AVTR-ში - გამოფენაზე დამსწრეებს შეუძლიათ გატესტონ ავტომობილის ბორტ-კომპიუტერის აზრების ძალით მართვის ტექნოლოგია. 

პირველად Vision AVTR მოდელი წარდგენილ იქნა გამოფენა CES-ზე 2020 წელს. იმ დროს Mercedes-მა წარადგინა მძღოლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მისი გულისცემისა და სუნთქვის „პატერნების“ მიხედვით. აზრებით მართვა ინტეგრირებული გადაწყვეტილების მორიგი ეტაპია. 

image.jpeg 

ტექნოლოგია საჭიროებს, რომ მძღოლმა ატაროს ჰედსეტი არაინვაზიური ინტერფეისით, რომელიც აღჭურვილია თავის უკანა ნაწილზე მიმაგრებული ელექტროდებით. ინტერფეისი კითხულობს ტვინის აქტივობას, რომელიც ითარგმნება ბრძანებებად. 

Mercedes-ის განცხადებით "კალიბრაციის ხანმოკლე პროცესის შემდეგ", რომელსაც დაახლოებით ერთი წუთი ჭირდება, ნებისმიერს შეუძლია შეასრულოს გარკვეული ქმედებები მანქანაში ღილაკებზე ან მართვის სხვა ელემენტებზე შეხების გარეშე. 

მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილო ციფრული პანელის კონკრეტულ განათებულ წერტილებზე, ხოლო სისტემა იყენებს ინტერფეისს იმის დასადგენად, თუ რომელზე ფოკუსირდება იგი. 

image.jpeg 

Mercedes-ის მონაცემების თანახმად მოწყობილობა ზომავს ნერვულ აქტივობას თავის ტვინის ქერქში რეალურ დროში. მონაცემთა ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რომელ წერტილებზე ამახვილებს მომხმარებელი ყურადღებას. რაც უფრო ძლიერია აზრების კონცენტრაცია, მით მაღალია ნეირონული აქტივობა. შედეგად სისტემაა ააქტიურებს კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებულ ფუნქციას. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ სისტემის პროტოტიპი უკვე არსებობს, Mercedes აღნიშნავს, რომ კომერციული გამოყენების სისტემის შექმნამდე ჯერ კიდევ შორს არის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით დღეს-ხვალ გონებრივი კონტროლის გაჩენას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ტექნოლოგია უკვე აღარ მიეკუთვნება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.