Jump to content

კრისტინ ლაგარდმა უარყო Stablecoin-ების შედარება ვალუტასთან


Recommended Posts

image.png 

ყველა კრიპტოვალუტა და, მათ შორის, Stablecoin-ები, შეესაბამება სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათი ვალუტებად აღიარება შეუსაბამოა - მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა. 

მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას მოუწოდა „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“ და შეშფოთება გამოხატა უშუალოდ Stablecoin-ებთან დაკავშირებით. 

„Stablecoin-ები პოზიციონირებენ, როგორც ვალუტის ეკვივალენტი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის - ისინი მხოლოდ მათთან არიან დაკავშირებული. მსგავსი აქტივების ემიტენტების ცოტა ხნის წინნდელმა ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი შესაძლოა სრულად არ იყვნენ ფიატით უზრუნველყოფილი, როგორც ამას აცხადებენ“ - აღნიშნა ლაგარდმა.  

მისი თქმით, Stablecoin-ები მთლიანად უნდა იყოს ფიატით უზრუნველყოფილი. 

"აუცილებელია დავრწმუნდეთ და გავაკონტროლოთ, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ შესაძლო დეზინფორმაციისგან", - განმარტა ECB-ის პრეზიდენტმა. 

Stablecoin Tether-ის (USDT) ემიტენტმა ივლისის ანგარიშში მიუთითა, რომ იმ ფულადი რესურსებისა და საბანკო დეპოზიტების წილმა, რომელთა უკან გამოთხოვა ორ ან ნაკლებ დღეშია შესაძლებელი, 10 % შეადგინა. 

მიმდინარე წლის ზაფხულში კრიპტობირჟა Bitstamp-მა მომხმარებელა მხრიდან მაღალი მოხოვნის ფონზე გახსნა დეპოზიტები Tether-ისგან EURt  Stablecoin-ისთვის 1:1-ში ევროთი უზრუნველყოფით. 

მანამდე საკუთარი Stablecoin-ის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა კომპანია Circle-მა. ფულმა და ფულის ეკვივალენტებმა შექმნეს USD Coin-ის (USDC) რეზერვის 61%, დანარჩენი მონეტები გამყარებულია ობლიგაციებითა და სხვა მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებით. 

აგვისტოში Circle-მა განაცხადა, რომ Stablecoin-ების რეზერვებს მთლიანად გადაიყვანს დოლარსა და აშშ-ის სახაზინო ვექსელებში. 

შეგახსენებთ, აპრილში კრისტინ ლაგარდმა განააცხადა, რომ ევროკავშირმა ესაძლოა გამოუშვას საკუთარი CBDC ოთხ წელიწადში, თუ პოლიტიკოსები დაამტკიცებენ პროექტს. მოგვიანებით მარეგულირებელი ორგანო გადავიდა ციფრული ევროს კვლევის ეტაპზე. 

ივნისში ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ CBDC უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უკეთ დაცვას, ვიდრე კერძო Stablecoin-ები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.