Magdalena Posted September 7, 2021 Share Posted September 7, 2021 ინდურ მარკეტფლეის Flipkart-ზე გამოქვეყნდა Realme პლანშეტის მახასიათებლები და ფოტოები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნას ახალ მოწყობილობაზე. gizmochina.com ცნობილი გახდა, რომ Realme Pad-ს ექნება 10.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2000×1200 პიქსელი. მოდელს დისპლეის ირგვლივ წვრილი ჩარჩო აქვს, ეკრანის ფართობის ფრონტალურ პანელთან შეფარდება 82.5 %-ს შეადგენს. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პლანშეტს AMOLED-ეკრანი ექნებოდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია აღწერაში მითითებული არ არის. gizmochina.com ფოტოს მიხედვით მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული იქნება ერთი ძირითადი კამერა. პლანშეტი ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრია. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა გამოვა ოქროსფერ და ნაცრისფერ ვარიანტებად. Flipkart-ზე ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობა იმუშავებს ჩიპსეტ Helio G80-ზე, ექნება 4 გბ LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და 64 გბ eMMC 5.1 შიდა მეხსიერება, აგრეთვე 7100 მა/სთ მოცულობის ბატარეა. gizmochina.com ფრონტალურ 8-მეგაპიქსელიან კამერას ექნება „ფიქსირებული“ ფოკუსი, უკანა კამერას კი - ავტოფოკუსი. გამოყენებული იქნება ოთხი დინამიკი, სივრცითი ხმის ტექნოლოგიები DTS HD და Hi Res-Audio, აგრეთვე მხარდაჭერილია Wi-Fi და LTE. შესაძლოა გამოვიდეს შედარებით ბიუჯეტური ვერსიაც 4G-ს გარეშე - სავარაუდოდ, ჩინური კომპანია გეგმავს მოდელის მთელი სერიის გამოშვებას. გაყიდვების დაწყების თარიღი, ფასი და ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომობა მოგვიანებით გამოცხადდება. https://bit.ly/3BNBIjg Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.