Jump to content

ილონ მასკი: ყველაზე ხელმისაწვდომი Tesla 2023 წელს გამოვა - მას არ ექნება საჭე და სატერფულები, ფასი კი შეადგენს 25 ათას აშშ დოლარს


Recommended Posts

თანამშრომლებთან შეხვედრაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ახალი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვების პერსპექტივებზე, დაასახელა მისი ფასი 25 ათასი აშშ დოლარი და განაცხადა ახალი მოდელის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლის შესახებ. სამომავლო ბიუჯეტური მოდელის არაოფიციალური დასახელებაა Tesla Model 2. 

image.jpeg 

Tesla რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა, მასკმა გასულ წელს ღონისძიება Tesla Battery Day-ზე განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ფასის დადება შესაძლებელი იქნება ახალი ბატარეებისა და ახალი საწარმოო პროცესის გამოყენების შედეგად, რომელიც საშუალებას იძლეა ბატარეის ღირებულება 50%-ით შემცირდეს. 

რ არის გამორიცხული, რომ ელექტრომობილი, პირობითად Tesla Model 2, წარმოებულ იქნას შანხაის Gigafactory-ში არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალურ ბაზრებზე გაყიდვის პერსპექტივით. გასულ წელს კომპანიამ განაცხადა ჩინეთში ელექტრ სატრანსპორტო საშუალებების კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ და გასულ ზაფხულს დაიწყო გუნდის დაქირავება მისი განვითარების მიზნით.  

image.jpeg 

electrek.co 

ამ დროისთვის კომპანიას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ მცირე ზომის ჰეჩბეკის ესკიზი, არ არის გამორიცხული, რომ საუბარი სწორედ ამგვარ მოდელს ეხება. ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალი მოდელის წარმოება მალე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მასკმა კორპორატიულ შეხვედრაზე დაასახელა ზუსტი ვადა: მისი თქმით, 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების ელექტრომობილის წარმოება 2023 წელს დაიწყება. 

უფრო მეტიც, მან გარკვევით აღნიშნა, როგორი იქნება ეს მანქანა თანამშრომლებთან მიმართვისას: „გვინდა კი, რომ ეს მანქანა საჭითა და სატერფულებით გამოვიდეს?“. - როგორც ჩანს, სწორედ ეს მოდელი იქნება წარმოდგენილი ხსენებული დეტალების გარეშე. 

2019 წელს Tesla-მ უკვე გამოაქვეყნა მანქანის ფოტო საჭისა და მართვის სხვა ელემენტების გარეშე და განაცხადა, რომ მსგავსი მოდელის წარდგენას ორი წლის მანძილზე გეგმავდა. შეხვედრაზე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია ფსონს დებს 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების სრულიად ავტონომიურ ელექტრომობილზე. 

Tesla ამჟამად ცდილობს თვის ბოლომდე გამოუშვას „სრული ავტოპილოტის“ ბეტა-ვერსია Full Self-Driving Beta აშშ-ში არსებული საკუთარი მანქანებისთვის. როგორც კი დაიწყება სოფტის, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მძღოლის დაკვირვებას, აქტიური ექსპლუატაცია, Tesla გააუმჯობესებს მას ყველა მანქანიდან მიღებული მონაცემების ნაკადის საფუძველზე და როგორც მოსალოდნელია, ავტონომიური ელექტრომობილები გახდება რამდენჯერმე უსაფრთხო მძღოლების მიერ მართულ მანქანებან შედარებით. მსგავსი რამ აუცილებელია, რათა კომპანიამ მარეგულირებლისგან საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უპილოტო მგზავრობის ნებართვა მიიღოს. 

ამ სფეროში პროგრესზე დიდწილადაა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Tesla მართლაც გამოუშვას ახალი ელექტრომობილი საჭის გარეშე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.