Magdalena Posted September 4, 2021 Share Posted September 4, 2021 დოლარზე მიმაგრებული Stablecoin-ები ზრდიან ამერიკული ვალუტის ფასეულობას - ამის შესახებ ისაუბრა Bloomberg Intelligence-ის ნადლეული პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. ”ციფრული დოლარით ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. დროა აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ბაზრის რეგულირება და შემდეგ ჩვენ დავამარცხებთ ჩინეთს, ” - განაცხადა მაკგლოუნმა. მისი თქმით, დოლარით გამყარებული Stablecoin-ები დომინირებენ სხვა მსგავს აქტივებს შორის. „Bitcoin თავდაჯერებულად მიდის მიზნისკენ, რომ გახდეს გლობალური ციფრული სარეზერო აქტივი. დოლარზე მიბმული Stablecoin-ები, როგორიცაა Tether, ზრდიან დოლარის ღირებულებას. ამჟამად უკვე ყველაზე კარგად გაყიდვადი მონეტებია დოლარის ციფრული ვერსიები“ - დარწმუნებულია მაიკ მაკგლოუნი. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად USDT-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 65.77 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან 2021 წლამდე 1.2 მლნ BTC-ით გაიზარდა - 1.38 მლნ BTC-მდე. მაკგლოუნის განცხადებით, გამოშვების მომენტიდან Tether-ის კაპიტალიზაცია იზრდებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში კორელირებდა Bitcoin-ის ფასის ზრდასთან. ადრე მაკგლოუნმა Ethereum-ს უწოდა Bitcoin-ის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდისთვის დაბრკოლება. https://bit.ly/3jDCMQp Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.