Jump to content

Chainalysis: აღმოსავლეთი ევროპა ლიდერია უკანონო კრიპტოტრანზაქციების რაოდენობით


Recommended Posts

image.png 

Chainalysis-ის სპეციალისტებმა გააანალიზეს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე განხორციელებული კრიპტო ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. 

ექსპერტების მონაცემებით, აღმოსავლეთი ევროპა მეორე რეგიონია არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ მისამართებზე გაგზავნილი კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების მხრივ. ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა თაღლითურ პროექტებზე. 

image.png 

წყარო: Chainalysis. 

მ რეგიონში მცხოვრები მომხმარებლები აგრეთვე შეადგენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითური ვებ-გვერდების ტრაფიკის დიდ ნაწილს. 

image.png

წყარო: Chainalysis. 

ამ მაჩვენებლის მხრივ უკრაინის მაცხოვრებლები ლიდერობენ. 

image.pngწყარო: Chainalysis. 

ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის მისამართები იღებენ უამრავ თანხას თაღლითური მისამართებიდან. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ თაღლითური პროექტების ბევრი ოპერატორი ამ ქვეყნებში იმყოფება, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. 

Chainalysis-მა მიუთითა, რომ ეს არის ერთადერთი რეგიონი, რომლის ტრანზაქციების მთლიანი მოცულობა 400 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, სადაც გადაცემული კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების 0.5%-ზე მეტი დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. 

ღმოსავლეთ ევროპელი მომხმარებლები ყველაზე მეტ კრიპტოაქტივს გზავნიან დარქნეტ-ბაზრებზე. ეს მოვლენა დიდწილად დამოკიდებულია მარკეტფლეის Hydra-სთან, რომელიც ამ რეგიონზეა ორიენტირებული - აღნშნავენ სპეციალისტები. 

აღმოსავლეთ ევროპიდან მომხმარებლების მიერ თაღლითურ მისამართებზე გაგზავნილი თანხის ნახევარზე მეტი მოდიოდა პირამიდა „ფინიკოზე“. 

მითითებული პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მისამართებზე შევიდა 46 მლნ აშშ დოლარი გამომძალველ ვირუსებთან დაკავშირებული მისამართებიდან. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს თანხა რეალურად შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ერთ-ერთი მიზეზია მავნე პროგრამის მრავალი ვერსიის კავშირი ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციაში. 

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა გამომძალველისთვის გადახდილი თანხა შეადგენდა მსგავსი პროგრამების მთლიანი გადასახადის 90%-ს. 

”ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოსასყიდის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - განაცხადა Chainalysis-მა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.