Jump to content

სასამართლომ მხარი დაუჭირა Ripple-ს SEC-ის დოკუმენტების გამჟღავნების საკითხზე


Recommended Posts

image.png 

მოსამართლე სარა ნეტბერნმა დაადგინა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია SEC-მა უნდა წარადგინოს Ripple-ის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები „დახურულ კარს მიღმა“ განხილვისთვის. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ჯეიმს ფილანმა. 

31 აგვისტოს მოსმენაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს SEC-ის სათათბირო პროცესის პრივილეგიები (deliberative process privilege). ეს არის უფლების პრინციპი, რომელიც მარეგულირებელ ორგანოს ნებას რთავს უარი თქვას დოკუმენტების გასაჯაროებაზე ან  ჩვენების მიცემაზე მონაცემებისა და წყაროების კონფიდენციალურობის საბაბით. 

ნეტბერნმა განაცხადა, რომ Ripple-მა მოიყვანა მეტად წონადი არგუმენტები საკუთარი მოთხოვნის სასარგებლოდ, რომ მისთვის აუცილებელია გაეცნოს დოკუმენტებს, რათა დადგინდეს, აუცილებელია თუ არა მათი გამჟღავნებისგან დაცვა.  

ნეტბერნის მიერ ნახსენები ტერმინი review in camera ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეები ვერ შეძლებენ SEC-ის მიერ მოწოდებული მონაცემების გადახედვას. თუ მოსამართლე მათ პროცესისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლის, მონაცემები განხილვისთვის საჯარო გახდება. 

კომისიის წარმომადგენელმა სცადა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და მიზეზად მოიყვანა „მოპასუხე მხარისადმი განსაკუთრებული მოპყრობა“ და მარეგულირებლისთვის „სახიფათო“ პრეცედენტის შექმნა, თუმცა ნეტბერნმა ეს არგუმენტები გააქარწყლა: მისი თქმით Ripple არ მიიღებს პრივილეგიებს, ვინაიდან კომპანიის იურისტები არ ნახავნ დოკუმენტებს, სანამ საპირისპირო არ გადაწყდება. 

ნეტბერნმა უნდა გადახედოს SEC-ის ინფორმაციას 28 სექტემბრამდე, რის შემდეგაც მან უნდა გადაწყვიტოს გამართლებულია თუ არა მისი დამალვა. მარეგულირებელს დაევალა წარმოადგინოს დოკუმენტები მინიმალური რაოდენობის ცვლილებებით. 

სხდომის მსვლელობისას არ დაისვა SEC-ის Slack მესინჯერში Ripple-ის თანამშრომლების მიმოწერაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.