Magdalena Posted August 30, 2021 Share Posted August 30, 2021 დისკრეტული გეიმინგ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი იქნება ინტელექტუალური მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის (Xe Super Sampling) მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია ორჯერ გაზარდოს წარმადობა მაღალ გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის თვალსაჩინო დაკარგვის გარეშე. იგი NVIDIA DLSS-ისა და AMD FidelityFX Super Resolution-ის ერთგვარი ანალოგი იქნება. როგორც ცნობილია, ზოგიერთ GeForce და Radeon ვიდეო დაფასაც ექნება XeSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Xe-HPG არქიტექტურაზე აგებულ Intel Arc Alchemist ვიდეო დაფაში XeSS ტექნოლოგია გამოიყენებს გრაფიკული ბირთვის შემადგენლობაში არსებულ მატრიცულ XMX-ძრავებს. ისინი შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარებას და სწორედ მათ გამომთვლელ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული XeSS-ის ფუნქციონირება. სხვა გრაფიკული არქიტექტურის მქონე გრაფიკულ დაფებში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დაჩქარების ოპერაციები გადაეცემა DP4a ინსტრუქციის ნაკრებებს. ეს ინსტრუქციები გამოიყენება 8-ბიტიანი მთელი რიცხვების გამრავლებისა და 32-ბიტიანზე გადაყვანისთვის, რის შემდეგაც ისინი დამუშავდება გრაფიკული ბირთვის გამომთვლელი ბლოკების (ALU) მიერ. გარდა ამისა, DP4a ინსტრუქციები გამოიყენება ისეთი ოპერაციების დასაჩქარებლად, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალ სიზუსტეს, მაგალითად ღრმა სწავლებასთან დაკავშირებული ოპერაციების. ძველი GPU-ებისგან განსხვავებით, Microsoft Shader Model 6.4 სტანდარტის ყველა თანამედროვე გრაფიკულ პროცესორს აქვს DP4a ინსტრუქციის მხარდაჭერა. პორტალ ComputerBase-თან საუბრისას კომპანია AMD-მ დაადასტურა, რომ RDNA 2 არქიტექტურის მქონე მის ვიდეო დაფებში მხარდაჭერილია DP4a ინსტრუქციები. მხარდაჭერა რეალიზებულია ტექნოლოგია Rapid Packed Math-ის მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა Radeon RX Vega ვიდეო დაფებში, გრაფიკულ ბარათებს საშუალებას აძლევს უფრო ხშირად გამოიყენონ ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლები გამოსახულების ხარისხის დაკარგვის გარეშე. საინტერესოა, რომ Vega-ს არ აქვს DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. კომპანიამ აღნიშნა, რომ მასთან იმუშავებს მხოლოდ Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები. თუმცა AMD-მ დაადასტურა, რომ ძველმა GPU-ებმა თეორიულად შესაძლოა იმუშაონ DP4a-სთან უფრო ნელი ერთჯერადი (FP32) და ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლების პირობებში. ფოტოს წყარო: PCGamer რაც შეეხება GeForce ვიდეო დაფებს, Ampere და Turing არქიტექტურაზე დამყარებულ მოწყობილობებსაც აქვთ DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მათი მხარდაჭერა Pascal თაობის ვიდეო დაფებსაც აქვს. ეს ეს შესაძლოა შესანიშნავი სიახლე იყოს მე-10 სერიის GeForce GTX მოდელების მფლობელებისთვის, რადგანაც მათ არ გააჩნიათ DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა - იგი მხარდაჭერილია მხოლოდ 20-სერიის GeForce RTX და 30-სერიის GeForce RTX დაფებში. https://bit.ly/3yoVZJF 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.