Jump to content

ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგია Intel XeSS იმუშავებს AMD-სა და NVIDIA-ს ზოგიერთ ვიდეო დაფაზე


Recommended Posts

დისკრეტული გეიმინგ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი იქნება ინტელექტუალური მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის (Xe Super Sampling) მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია ორჯერ გაზარდოს წარმადობა მაღალ გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის თვალსაჩინო დაკარგვის გარეშე. იგი NVIDIA DLSS-სა და AMD FidelityFX Super Resolution-ის ერთგვარი ანალოგი იქნება. როგორც ცნობილია, ზოგიერთ GeForce და Radeon ვიდეო დაფასაც ექნება XeSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Xe-HPG არქიტექტურაზე აგებულ Intel Arc Alchemist ვიდეო დაფაში XeSS ტექნოლოგია გამოიყენებს გრაფიკული ბირთვის შემადგენლობაში არსებულ მატრიცულ XMX-ძრავებს. ისინი შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარებას და სწორედ მათ გამომთვლელ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული XeSS-ის ფუნქციონირება. სხვა გრაფიკული არქიტექტურის მქონე გრაფიკულ დაფებში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დაჩქარების ოპერაციები გადაეცემა DP4a ინსტრუქციის ნაკრებებს. ეს ინსტრუქციები გამოიყენება 8-ბიტიანი მთელი რიცხვების გამრავლებისა და 32-ბიტიანზე გადაყვანისთვის, რის შემდეგაც ისინი დამუშავდება გრაფიკული ბირთვის გამომთვლელი ბლოკების (ALU) მიერ. გარდა ამისა, DP4a ინსტრუქციები გამოიყენება ისეთი ოპერაციების დასაჩქარებლად, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალ სიზუსტეს, მაგალითად ღრმა სწავლებასთან დაკავშირებული ოპერაციების. 

image.png 

image.png 

ძველი GPU-ებისგან განსხვავებით, Microsoft Shader Model 6.4  სტანდარტის ყველა თანამედროვე გრაფიკულ პროცესორს აქვს DP4a ინსტრუქციის მხარდაჭერა. პორტალ ComputerBase-თან საუბრისას კომპანია AMD-მ დაადასტურა, რომ RDNA 2 არქიტექტურის მქონე მის ვიდეო დაფებში მხარდაჭერილია DP4a ინსტრუქციები. მხარდაჭერა რეალიზებულია ტექნოლოგია Rapid Packed Math-ის მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა Radeon RX Vega ვიდეო დაფებში, გრაფიკულ ბარათებს საშუალებას აძლევს უფრო ხშირად გამოიყენონ ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლები გამოსახულების ხარისხის დაკარგვის გარეშე.  

საინტერესოა, რომ Vega-ს არ აქვს DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. კომპანიამ აღნიშნა, რომ მასთან იმუშავებს მხოლოდ Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები. თუმცა AMD-მ დაადასტურა, რომ ძველმა GPU-ებმა თეორიულად შესაძლოა იმუშაონ DP4a-სთან უფრო ნელი ერთჯერადი (FP32) და ნახევრად ზუსტი (FP16) გამოთვლების პირობებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: PCGamer 

რაც შეეხება GeForce იდეო დაფებს, Ampere და Turing არქიტექტურაზე დამყარებულ მოწყობილობებსაც აქვთ DP4a ინსტრუქციების მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მათი მხარდაჭერა Pascal თაობის ვიდეო დაფებსაც აქვს. ეს ეს შესაძლოა შესანიშნავი სიახლე იყოს მე-10 სერიის GeForce GTX მოდელების მფლობელებისთვის, რადგანაც მათ არ გააჩნიათ DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა - იგი მხარდაჭერილია მხოლოდ 20-სერიის GeForce RTX და 30-სერიის GeForce RTX დაფებში. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.