Jump to content

Samsung-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი მეხსიერების მოდული DDR5-7200 მოცულობით 512 გბ


Recommended Posts

ღონისძიება Hot Chips 33-ზე კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი ოპერატიული მეხსიერების მოდული DDR5-7200 მოცულობით 512 გბ. სამხრეთკორეული კომპანიის განცხადების თანახმად ახალი მოდული გვთავაზობს მნიშვნელოვნად მაღალ წარმადობას და სიჩქარეს, აგრეთვე ორჯერ მეტ მოცულობას DDR4 მეხსიერებასთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

512 გბ მოცულობის მქონე DDR5-7200 მოდულის წარმოებისას Samsung-მა გამოიყენა DDR5 კრისტალების რვაფენიანი სტეკი, რომლებიც ერთიანდება 3D TSV (through-silicon via) ტექნოლოგიის მეშვეობით.  

image.jpeg 

DDR5 ჩიპების რვაფენიანი სტრუქტურის მიუხედავად პაკეტში მზა მიკროსქემის სიმაღლე მხოლოდ 1.0 მმ-ია, DDR4-ის -  1.2 მმ. ფენების დადების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიამ შეძლო მეხსიერების კრისტალებს შორის სივრცის 40%-ით შემცირება, რამაც შეამცირა მთლიანი სტეკის სიმაღლე. 

image.jpeg 

პრეზენტაციის დროს Samsung-მა ასევე გააცხადა, რომ მან გამოიყენა Same Bank Refresh ტექნოლოგია DDR5-7200 მეხსიერების მოდულის წარმოებაში. მისი თავისებურება ის არის, რომ იმ დროს, როდესაც მეხსიერების ზოგ საცავს შეუძლია განახლების შესრულება, სხვა საცავები რაიმე სხვა ოპერაციებით იქნება დაკავებული. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მეხსიერების სალტის წარმადობა 10%-ით გაიზარდა და განაცხადა, რომ მხარდაჭერილია დამატებითი სქემები Decision Feedback Equalization (DFE), რომელიც სიგნალების ხარისხს აუმჯობესებს - მცირდება მაღალ სიხშირეებზე მეხსიერების არხებში ასახული ხმაური, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით DIMM-ისა და DDR5 არხების გამოყენებისას. 

image.jpeg 

ახალი მოდული DDR5-7200 მუშაობს მხოლოდ 1.1 ვოლტ ძაბვაზე იმ დროს, როდესაც DDR4-ის სტანდარტული ძაბვა 1.2 ვოლტია. მეხსიერების ენერგოეფექტურობის გაზრდა შესაძლებელი გახდა დაფაზე კვების მართვის ინტეგრალური სქემების (PMIC), ძაბვის სტაბილიზატორის, აგრეთვე High-K Metal ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად. ასევე აღინიშნება, რომ DDR5 მეხსიერებას გააჩნია შეცდომების გასწორების ტექნოლოგია On-Die Error Correction Code-ის (ODECC) მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Samsung-ის მიერ წარმოდგენილი DDR5 მეხსიერება განკუთვნილი იქნება მონაცემთა ცენტრებისთვის. სამომხმარებლო DDR5 მოდულები სავარაუდოდ უფრო მცირე - 64 გბ-მდე მოცულობის იქნება. Samsung გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს 512 გბ მოცულობის DDR5-7200 მეხსიერების მოდულის მასობრივი წარმოება. კომპანია მიიჩნევს, რომ ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე მასიური გადასვლა მოხდება არა უადრეს 2023-2024 წლებში. 

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.