Jump to content

Intel-ს უკვე გამოუჩნდა დამკვეთები 18A ტექნოპროცესით დამზადებულ ჩიპებზე, რომლებიც მზად 2025 წლის ბოლოსთვის იქნება


Recommended Posts

2025 წლისთვის Intel აპირებს მასობრივი წარმოების დაწყებას 18A ტექნოპროცესით. ჩვეულებრივ ნანომეტრებში კონკრეტულად რომელ ნორმებს შეესაბამება იგი - ჯერჯერობით უცნობია. ასეა თუ ისე, ამ ტექნოლოგიურმა ნორმამ უკვე მიიპყრო გარე დამკვეთების ყურადღება და ამ სფეროში Intel ითანამშრომლებს არა მხოლოდ Cadence-სა და Synopsys-სთან, არამედ IBM-თან. ამ ინიციატივაში ყველაზე მთავარია Intel-ის მზადყოფნა - განახორციელოს ჩიპების მასიური წარმოების ორგანიზება შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

პრეს-რელიზის ტექსტის მიხედვით შესაბამისი მზადება განხორციელდება არიზონაში, სადაც Intel უკვე უშვებს 10-ნანომეტრიან პროდუქტებს, უახლოეს დროში კი მზად იქნება ორი ახალი ქარხანა ჯამური ღირებულებით - 20 მლრდ აშშ დოლარი. ისინი მოემსახურება არა მხოლოდ Intel-ის ინტერესებს, არამედ პროდუქციას გარე დამკვეთებს შესთავაზებს. IBM იქნება Intel-ის ტექნოლოგიური პარტნიორი, რადგანაც მან უკვე მოახდინა 2-ნანომეტრიანი ჩიპის სატესტო სილიკონის ფირფიტის დემონსტრირება. არსებობს ვარაუდი, Intel 18A ტექნოპროცესი გეომეტრიით IBM-ის ამ ნამუშევართან ახლოს იქნება, ამიტომ მათთვის უფრო ადვილი იქნება ერთობლივად გაიტანონ საჭირო პროდუქტები კონვეირზე. 

18A ტექნოპროცესი წინამორბედებს ინოვაციებს დაუმატებს, რაც მოიცავს RibbonFET ტრანზისტორების სტრუქტურას და PowerVia ენერგიის განაწილების ტექნოლოგიას კრისტალის უკანა ნაწილზე, ლითოგრაფიულ ტექნოლოგიას მაღალი რიცხვითი დიაფრაგმით (High NA). კომპანია ASML ხსენებულ ტექნოლოგიაზე მომუშავე პირველ სკანერებს სწორედ კომპანია Intel-ს მიაწვდის. 

სახელმწიფო სტრუქტურების სახით პროექტს ზედამხედველობას გაუწევს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ინიციატივა Rapid Assured Microelectronics Prototypes – Commercial-ის (RAMP-C) ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მიკროელექტრონული პროდუქტის პროტოტიპების სწრაფ და საიმედო გარდაქმნას სერიულ ნიმუშებად. საიმედოობა უზრუნველყოფილი იქნება პროცესში ამერიკული კომპანიების ჩართვით ამერიკისავე მიწაზე. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ვადებში დაიწყებს Intel პროდუქციის დამზადებას 18A ტექნოპროცესით თავდაცვითი დამკვეებისთვის და რა მოგებას მოუტანს ეს კომპანიას. სავარაუდოდ, ასეთი ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ახალი საწარმოების მშენებლობისთვის სუბსიდირების გათვლით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.