Jump to content

AMD-მ აამოქმედა ახალი open source პორტალი Infinity Hub


Recommended Posts

კომპანია AMD-მ აამოქმედა Infinity Hub, ახალი პორტალი პროექტებისთვის ღია კოდით, რომლებიც HPC-ში გამოიყენება. ეს არ არის კომპანიის პირველი ინიციატივა ამ სფეროში, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია. Infinity Hub ორიენტირებულია მაღალი წარმადობის გამომთვლელ გადაწყვეტილებებზე (HPC), რომლებიც იმუშავებს პირველ რიგში AMD Instinct ამაქარებლებზე და არა Radeon-ზე. 

პორტალის იდეაა არსებული პროგრამული უზრუნველყოფების გადატანა პლატფორმა Radeon Open Compute-ზე (ROCm) და არა - ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება ნულიდან. ამჟამად პორტალზე ხელმისაწვდომია ინსტრუქციები, როგორ უნდა მიიღოს და გამოიყენოს მომხმარებელმა ROCm-ზე ოპტიმიზებული AMBER, Chroma, CP2K, GROMACS, NAMD, OpenMM, PyTorch, SPECFEM3D და TensorFlow პაკეტების ვერსიები. ზოგიერთ ამ პროექტს უკვე აქვს ROCm-ის მხარდაჭერა, ასე რომ ასეთ შემთხვევებში უბრალოდ აღწერილია ტექნიკური ასპექტები. 

image.jpeg 

ROCm-ს შეუძლია მუშაობა ზოგიერთ სამომხმარებლო ამაქარებელ Radeon-ზე, თუმცა მეტი ყურადღება სწორედ Instinct-ს ეთმობა. როგორც აღინიშნა, AMD ცდილობს Infinity Hub აქციოს ისეთ რესურსად, რომელიც გაამარტივებს HPC-ის სამუშაო დატვირთვის ამოქმედებას გამომთვლელ ამაჩქარებლებზე. ეს ინიციტივა აგრეთვე საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ყველა აუცილებელი მონაცემი ერთ სივრცეში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.