Magdalena Posted August 23, 2021 Share Posted August 23, 2021 კომპანია Intel-მა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში გამოუშვებს დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს Arc Alchemist (DG2), რომლებიც წარმოდგენილი იქნება დესკტოპ და მობილურ სეგმენტებში. Barron’s-ის ვებ-გვერდზე J.P. Morgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიდეო დაფებს ყველანაირი შანსი აქვთ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ NVIDIA-სა და AMD-ს გრაფიკულ ამაჩქარებლებს, თუმცა მათ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად არგუმენტები არ მოუყვანიათ. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri Citi-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Intel-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას TSMC-სთან თანამშრომლობისას. პირველ რიგში, Intel დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ საკუთარ საწარმოო სიმძლავრეზე და TSMC-ის მხრიდან ნებისმიერი შეფერხება Intel-ს პრობლემებს შეუქმნის. მეორე - AMD გააგრძელებს Intel-ზე ზეწოლას და Intel-ის მოგება შემცირდება TSMC-ის კომპონენტების წარმოების სიმძლავრეზე დამოკიდებულების შემთხვევის გარეშეც. გარდა ამისა, Intel-ს მოუწევს უზარმაზარი თანხის დახარჯვა საკუთარი წარმოების გაფართოებაზე. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ გელსინგერის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია საბოლოოდ მიიყვანს კომპანიას სწრაფ წარმატებამდე. https://bit.ly/3gnuEBg Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.