Jump to content

მონიტორი Acer Predator XR383CUR - დისპლეის სიმრუდის რადიუსით 2500R


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Acer გამოსაშვებად ამზადებს გეიმინგ დონის მონიტორს Predator XR383CUR, რომელსაც ექნება 38-დუიმიანი დისპლეი გვერდების შეფარდებით 21:9. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: Guru3D 

მოწყობილობას რკალისებრი ეკრანი აქვს: სიმრუდის რადიუსი 2500R-ს შეადგენს, რისი წყალობითაც მიიღწევა ვირტუალუ სივრცეში ღრმად ჩაძირვის ეფექტი. დისპლეის გაფართოება 3840 × 1600 პიქსელია. 

კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). მხარდაჭერილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. სიკაშკაშის მაჩვენებელი 450 კდ/2-ის ტოლია. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს FreeSync და G-Sync ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხისმგებელია გეიმინგ პროცესის სინქრონულობისა და დინამიურობის დონის ამაღლებაზე, აგრეთვე კადრის დამახინჯების პრობლემის მოგვარებაზე. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დახრის კუთხე და იმოძრაოს ეკრანმა გვერდითი მიმართულებებით, აგრეთვე შესაძლებელია მაგიდის ზედაპირიდან სიმაღლის ცვლილება. 

image.jpeg 

მონიტორს გააჩნია USB 3.0 Type-C პორტი 65 ვატი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით: ამ კონექტორით შესაძლებელია პორტატული კომპიუტერის დაკავშირება. ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1 ინტერფეისი, DisplayPort 1.4 კონექტორი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. აღჭურვილობაში აგრეთვე შედის სტერეოდინამიკები - თითოეული მათგანი 7 ვატი სიმძლავრის. 

ახალი მონიტორის გაყიდვა შემოდგომიდან დაიწყება. Acer Predator XR383CUR-ის ფასი დაახლოებით 1700 ევროს შეადგენს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.