Jump to content

ASUS-მა წარადგინა გეიმინგ სმარტფონები ROG Phone 5s და 5s Pro - ეკრანი 144 ჰერცი, Snapdragon 888 Plus და 18 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა მძლავრი სმარტფონები მობილური თამაშების მოყვარულებისთვის - ROG Phone 5s და ROG Phone 5s Pro. ახალი სმარტფონები ჩაანაცვლებენ ROG Phone 5-ს, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის აპრილში შედგა. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: GSMArena 

დაანონსებულ მოწყობილობებსა და მათ წინამორბედს შორის მთავარი განსხვავებაა აპარატული პლატფორმა. პროცესორ Qualcomm Snapdragon 888-ს ნაცვლად ამჯერად გამოყენებულია ჩიპი Snapdragon 888 Plus. შესაბამისად, ტაქტის მაქსიმალური სიხშირე 2.84-დან 3.0 გჰც-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 20%-ით გაიზარდა ბლოკ AI Engine-ის წარმადობა, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე. 

image.jpeg 

ROG Phone 5s და ROG Phone 5s Pro სმარტფონებს აქვთ 6.78-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2448×1080 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით - 144 ჰერცი. სენსორული ფენის სიხშირეა 360 ჰერცი, მატრიცის რეაქციის დრო - 1 მილიწამი. ROG Phone 5s Pro ვერსიას გააჩნია უკანა დისპლეი ROG Vision PMOLED. 

image.jpeg 

ROG Phone 5s მოდელი დაკომპლექტებულია 8, 12 ან 16 გბ ოპერატიული და 128/256 შიდა მეხსიერებით. ROG Phone 5s Pro ვარიანტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 18 გბ, ფლეშ-მეხსიერებ - 512 გბ. 

მთავარ კამერაში გაერთიანებულია 64, 13 და 5 მეგაპიქსელი გაფართოების მქონე სენსორები, ფრონტალურ ნაწილში განთავსებულია 24-მეგაპიქსელიანი კამერა. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. მოწყობილობაში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android 11 საფირმო ZenUI 8/ROG UI-სთან ერთად. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.