Jump to content

Honor Magic 3 Pro+-ს ანონსი: Snapdragon 888+, კერამიკის კორპუსი და უზარმაზარი კამერა 1499 ევროდ


Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Honor-მა  Magic 3 და Magic 3 Pro მოდელების შემდეგ დააანონსა ფლაგმანური Pro+ ვერსია. იგი აგებულია Pro ვარიანტის ბაზაზე, აქვს კერამიკის კორპუსი, უზარმაზარი კამერა და მისი ფასი 1499 ევროს შეადგენს. 

image.jpeg 

Honor Magic 3 Pro+ მოდელსა და Magic 3 Pro-ს შორის მთავარი განსხვავება კამერებშია. Pro+ ვერსიას გააჩნია უზარმაზარი ფართობი, რომელზეც განთავსდა ოთხი ოპტიკური მოდული მოზრდილ ToF სენსორთან ერთად პორტრეტული რეჟიმისთვის, აგრეთვე ფერის ტემპერატურის სენსორი. 

ძირითადი კამერის სენსორი 50-მეგაპიქსელიანია, ეს არის არა Sony IMX766, არამედ Sony IMX700  - 1/1.28 ოპტიკური ფორმატით 1.22 მკმ პიქსელით. ოპტიკის ფოტოძალა შეადგენს f/1,9-ს, ეკვივალენტური ფოკუსური მანძილი - 23 მილიმეტრს. ხელმისაწვდომია ოპტიკური სტაბილიზაცია. 

image.png 

კომპანიამ გადაწყვიტა არ შეეცვალა ტელეფოტოობიექტივი, ასევე მონოქრომული მოდული. ულტრა ფართოკუთხიანი კამერა კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პირველ რიგში გაფართოება გაიზარდა 13 მეგაპიქსელიდან 64 მეგაპიქსელამდე. მეორე, ხედვის კუთხე 126 გრადუსი 120 გრადუსის ნაცვლად. მაგრამ ნაკლები განათება f / 2.4  - f / 2.2-ს ნაცვლად. ხელმისაწვდომია ვიდეო გადაღება 4K ULTRA HD ფორმატში 60 FPS სიხშირით. 

Honor Magic 3 Pro+-სა და Magic 3 Pro-ს შორის მეორე განსხვავება დიზაინს ეხება. ფლაგმანურ სმარტფონს დიდი ფართობი აქვს, უკანა პანელზე გაჩნდა ვერტიკალური ზოლები. მოწყობილობა ხელმისაწვდომია შავ და თეთრ ფერში მხოლოდ კერამიკის კორპუსით. მესამე განსხვავება - არ არის წარმოდგენილი მოდიფიკაცია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით. 

მთავარი ფლაგმანი გაიყიდება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერები მქონე ვერსიის სახით. იგი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 11-ზე, წარმოდგენილი იქნება Magic UI 5.0 firmware და დაყენებული Google-ის სერვისები. 

image.jpeg 

და ბოლო განსხვავება Pro და Pro+ მოდელებს შორის ფასია. Honor Magic 3 Pro+-ს სარეკომენდაციო ფასი 1499 ევროა, სტანდარტული Pro მოდელი კი 1099 ევროდ არის შეფასებული. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.