Jump to content

Samsung სმარტფონებს უფრო ეკოლოგიურს გახდის: გამოიყენებს მეორად ნედლეულს და შექმნის ენერგოეფექტურ დამტენებს


Recommended Posts

უახლოეს წლებში Samsung აპირებს განახორციელოს ფართომასშტაბიანი პროგრამა Galaxy for the Planet. მის ფარგლებში გათვალისწინებულია კომპანიის ყველა მობილურ მოწყობილობაში მეორადი ნედლეულის კომპონენტების გამოყენება, ენერგიის მოხმარების შემცირება, ახალი პროდუქტების წარმოებისა და ძველი მოდელების დამუშავების პრინციპების გადახედვა. 

image.jpeg 

samsung.com 

Samsung-ს ესმის, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მასშტაბს, ჩვენს გავლენას და Galaxy-ეკოსისტემის მოცულობას მთელ მსოფლიოში. Galaxy for the Planet ჩვენს გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ეკოლოგიური სამყაროსკენ“ - განაცხადა Samsung Electronics-ის მობილური კომუნიკაციების ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა TM Roh-მა. 

განყოფილების მდგრადი განვითარების კონცეფცია ითვალისწინებს მნიშვნელოვანი წვლილ შეტანას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეგიონებში, სადაც კომპანია მუშაობს. განისაზღვრა პირველადი მიზნები 2025 წლისთვის, რათა შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. 

პირველ რიგში, 2025 წლისთვის ყველა ახალ მობილურ პროდუქტში გამოყენებული იქნება გადამუშავებული მასალები. პროგრამა-მაქსიმუმია „ჩაკეტილი ციკლის ეკონომიკის“ მიღწევა. 

მეორე - 2025 წლისთვის იგეგმება პლასტმასის გამორიცხვა მობილური მოწყობილობების შეფუთვებიდან. ამ მიზნით ზედმეტი ელემენტები და მასალები ჩანაცვლება ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით. 

იმავე წლისთვის მწარმოებელი კომპანია აპირებს ყველა დამტენის ენერგმოხმარება ლოდინის რეჟიმში 0.005 ვატამდე შეამციროს. ჯერჯერობით შესაბამისი მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 ვატამდე, მაგრამ მიიჩნევა, რომ დაგეგმილი მაჩვენებელი მიღწეული იქნება განსაზღვრულ ვადებში. მაქსიმალური პროგრამა დამტენების ნულოვანი ენერგმოხმარება ლოდინის რეჟიმში. 

დაბოლოს, 2025 წლისთვის მობილური ელექტრონიკის წარმოებაში ნარჩენების რაოდენობა უნდა შემცირდეს იმ დონემდე, რომ იგი არ საჭიროებდეს ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებას. გარდა ამისა, Samsung აპირებს გააუმჯობესოს მოწყობილობების სასიცოცხლო ციკლი, გააუმჯობესოს განვითარების პროცესები და განახორციელოს ისეთი პროგრამები, როგორიცაა Galaxy Upcycling და „Trade-in”. 

ამ მიზნების მისაღწევად უკვე ბევრი რამ კეთდება. Samsung-ის თანახმად კომპანიის პროდუქცია შექმნილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით, ენერგოეფექტური ნახევარგამტარი ჩიპების, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის, ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიების და გადამუშავების შესაძლებლობების გამოყენებით. კომპანიის უახლესი მიღწევები აღწერილია 2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.