Jump to content

NVIDIA-მ წარადგინა ყველაზე კომპაქტური Ampere ვიდეო დაფა - პროფესიონალური RTX A2000 მოდელი 450 აშშ დოლარად


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ წარადგინა სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი RTX A2000, რომელიც განკუთვნილია სამუშაო სადგურების შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ახალი ვიდეო დაფა Ampere არქიტექტურის ყველაზე კომპაქტური მოდელია და შესაძლებელია უპრობლემოდ მოთავსდეს SFF ფორმ-ფაქტორის ყველაზე პატარა კორპუსებშიც კი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

RTX A2000 მოდელი პირველ რიგში განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ რეითრეისინგის ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებით სარგებლობა. დაფა უზრუნველყოფს 8 Tflops წარმადობას, გააჩნია 3328 CUDA ბირთვი და 6 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მეხსიერება დაკავშირებულია 192-ბიტიანი სალტით და უზრუნველყოფს 288 გბ/წმ სიჩქარეს. ამგვარი მახასიათებლების წყალობით ახალი ვიდეო დაფა მეტი წარმადობის მქონეა, ვიდრე მობილური GeForce RTX 3050, ამასთან მხოლოდ 70 ვატ ენერგიას მოიხმარს. 

RTX A2000 დაფის გამოყენების მთავარი გარემოა სხვადასხვა გრაფიკული რედაქტორები და 3D მოდელირების პროგრამები, როგორიცაა Blender, Autodesk 3DS Max და სხვა. ვიდეო დაფას აქვს  მეორე თაობის RT ბირთვი, ასევე მესამე თაობის ტენორული ბირთვი, რათა დაჩქარდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანები. 

image.jpeg 

ვიდეო დაფის კომპონენტების გაგრილებაზე პასუხისმგებელია ტანგენციალური ტიპის ქულერი. დაფას აქვს ოთხი DisplayPort 1.4. RTX A2000 მოდელის სიგანე შეადგენს დაახლოებით 7 სმ-ს, სიგრძე - 17 სმ-ს, რაც თითქმის ნახევარია, ვიდრე ფლაგმანური გეიმინგ ამაჩქარებელ GeForce RTX 3090-ს გაბარიტები. 

RTX A2000  ვიდეო დაფა ASUS-ის, Dell-ის, HP-ს, Lenovo-სა და ბევრი სხვა კომპანიის სამუშაო სადგურებში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გამოჩნდება. NVIDIA ახალ ვიდეო დაფას დაახლოებით 450 აშშ დოლარად აფასებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.